უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო


გრიგორი კარასინი დნესტპირეთში ჯარის გაყვანის საკითხსზე მოლაპარაკებების გასამართავად ჩადის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 13 მარტს დნესტისპირეთში ჩადის.
ამის შესახებ მოლდოვაში რუსეთის ელჩმა ფარიტ მუხამეტშინმა, დნესტიპირეთის დე ფაქტო ლიდერ ვადიმ კრასნოსელსკინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„იმისათვის რომ ვიზიტი მრავალფეროვანი, კონსტურუქციული და ნაყოფიერი იყოს, გრიგორი ბორისოვიჩის ჩამოსვლისთვის უნდა მოვემზადოთ, შევათანხმოთ დისკუსიის თემები“,-აღნიშნა დნესტისპირეთის ლიდერმა.
მისივე თქმით, დისკუსიის მთავარი თემა - ის საგარეო ვითარება იქნება, რომელიც დნესტპირეთის ირგვლივ ღვივდება.
„ის, სამწუხაროდ, უარესდება. იმ შემთხვევაში თუ მოლდოვასა და უკრაინას გეგმები განხორციელდა, რომელიც ერთობლივი კონტროლის დაწესებას გულისხმობს, რთული დღე დაგვიდგება. ამიტომ, გვინდა გარანტსა და შუამავალს დავერყდნოთ, ვიცოდეთ, რუსეთის ფედერაციის პოზიცია“,-განაცხადა მან.
გასული წლის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ უკრაინა მზად არის მოლდოვას „მწვანე კორიდორი“ შესთავაზოს რუსული ჯარისა და ტექნიკის ევაკუირებისთვის, რომელიც დნესპირეთის სოფელ კობასნაშია განლაგებული.
ამასთან დნესპირეთის ხელმძღვანელობა კატეგორიულ უარს აცხადებს, რომ რეგიონიდან რუსული ჯარი გავიდეს. მათი თქმით, ისინი „მშვიდობის გარანტია“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ჩაგვრისა და აგრესიის გამო უკრაინაში - ჯო ბაიდენი
27 თებერვალი, 2021 , 14:24

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3169 ლარი გახდა
23 თებერვალი, 2021 , 17:30

ისრაელში შესვლა-გასვლა 20 თებერვლამდე აიკრძალა
5 თებერვალი, 2021 , 21:46

თუკი კოვიდ-19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ - ენტონი ფაუჩი
5 თებერვალი, 2021 , 13:09

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა
4 თებერვალი, 2021 , 11:30
„მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ქართული კონტინგენტის მორიგი როტაცია განხორციელდა
3 თებერვალი, 2021 , 12:31