უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 თებერვალი, 2018 13:15
font-size

გრიგორი კარასინი NATO-ზე: რუსეთი გააგრძელებს მუშაობას, რათა არარეგიონალური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები არ მოუახლოვდნენ ჩვენს საზღვრებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში 2 დღის წინ გამართულ შეხვედრას კონსტრუქციულს და გულახდილს უწოდებს.

როგორც რუსმა დიპლომატმა საინფორმაცია სააგენტო ,,ტასთან ინტერვიუში განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობის პოლიტიკური ასპექტები და პრაქტიკული საკითხები.

,,როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის პრობლემები რჩება. ეს პრობლემები განსაკუთრებით რთულია და უპირველესად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა კარასინმა.

მისი ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა მარტის ბოლოს გაიმართება და სწორედ იქ განიხილავენ ამ ყველაფერს დეტალურად.

როგორც კარასინმა აღნიშნა, მხარეებმა 2017 წლის შედეგები ერთობლივად შეაჯამეს და შეთანხმდნენ, რომ ის საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

,,მაგალითად, ორმხრივი ვაჭრობა 34%-ით გაიზარდა, რუსეთი ვაჭრობის მოცულობით საქართველოს მეორე პარტნიორი გახდა, ჩვენ ვყიდულობთ ღვინის პროდუქციის 2/3-ს და საკუთარ ბაზარზე გაგვაქვს“, - აღნიშნა კარასინმა.


ამასთან, კარასინის თქმით, მიმდინარეობს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გაფართოება, რაც გააადვილებს როგორც პროცედურას, ისე გადამზიდი ტრანსპორტის რაოდენობას. მან აღნიშნა, რომ დადებითი დინამიკა არის საავიაციო მიმოსვლაშიც.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტურიზმის სფეროსაც შეეხო.


„2017 წლის ერთ-ერთი შედეგი გახდა საქართველოში ტურისტის სტატუსით ჩასული რუსი მოქალაქეების რაოდენობის ზრდა - დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანით“, - დასძინა კარასინმა.

მისი თქმით, განსაკუთრებული ემოციურობით განიხილეს 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ.

„ცხადია, მოცემული დოკუმენტის ტექსტსა და შინაარსს ქართული და რუსული მხარეების მიერ გაკეთებული მთელი რიგი საჯარო განცხადებები განსხვავებულ ინტერპრეტირებას აძლევს, ამიტომაც დღეს მოგვიწია მისი სიტყვასიტყვით განხილვა და შევთანხმდით, როგორიც არ უნდა იყოს ინტერპრეტაციები, მთავარია დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი ზუსტად შესრულდეს“, - განაცხადა კარასინმა.

რუსმა დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ ქართული მხარის ინიციატივით სეხვედრაზე საუბარი შეეხო, რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაფორმებულ ,,შეთანხმებასაც“, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული ცხინვალის ცალკეული სამხედრო შენაერთები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების შემადგენლობაში უნდა შევიდნენ.

,,შეთანხმება მიმართულია ახალგაზრდა რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და არავისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ სამუშაოს ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ, საქართველოში ნატო-ს გააქტიურების გათვალისწინებით“, - აღნიშნა კარასინმა.

მისივე თქმით, რუსეთი ხედავს საქართველოში ნატო-სა და აშშ-ს გააქტიურებას და მათი მხრიდან თანამედროვე შეიარაღების მიწოდებას, რაც როგორც დიპლომატი ამბობს, რუსეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეშფოთებას იწვევს.

,,რაც შეეხება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას, მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და დავრჩეთ ოპტიმისტებად. თავის მხრივ, რუსეთი გააგრძელებს მუშaობას იმაზე, რომ არარეგიონალური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები არ მოუახლოვდნენ ჩვენს საზღვრებს და არ გაამძაფრონ ის სირთულეები, რომლებიც ისედაც არსებობს ჩვენს მეზობლებთან.

რუსეთმა და საქართველომ უნდა განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები და დაფიქრდნენ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაზე“, - განაცხადა კარასინმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

სახლში დარჩენის გარდა, რას სთავაზობს ხელისუფლება ხალხს?! - ნინო ბურჯანაძე

31 მარტი, 2020 , 12:50

„რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა. იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ კარანტინის დროს სახლში უნდა დარჩეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდე

არც კარანტინია გამორიცხული და არაფერი - გია ვოლსკი

30 მარტი, 2020 , 16:50

თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება, ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ოპონენტებს დასჩემდათ, არამედ ჩა