უახლესი ამბები
- 07.03.2021 23:17ნატო ჩხეიძე: გვარზე ხტომა ადვილია, სხვის ღირსებაზე და მით უფრო ქვეყნის ღირსებაზე გადახტომა ძნელია, ამიტომაც ვერ დაიძახებენ ივანიშვილები ჰოპლას
- 07.03.2021 21:02“ქართული ოცნება“ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- 07.03.2021 16:44ბერამ არასასურველი კომენტარისთვის 2013 წელს ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა - მუსიკოსი
- 07.03.2021 14:19„გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას“ - გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო` დატოვა
- 07.03.2021 13:24ნატო ჩხეიძე: სხვების აზრი არ აინტერესებთ და რაც აინტერესებთ, კი იმუშავებენ იმ განხრით
არქივი
პოლიტიკა


გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 24 მაისს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პრაღის შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები. ითქვა, რომ ამ სფეროებში აღინიშნება დადებითი დინამიკა.
„რუსულმა მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია შვეიცარიულ კომპანია SGS-თან მიმდინარე წლის 18 მაისს კონტრაქტის გაფორმების შესახებ „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” შეთანხმების შესაბამისად. ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ ანალოგიურ კონტრაქტს ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს და გამოთქვა იმედი, რომ რუსული მხარე კეთილსინდისიერად, თემის პოლიტიზების გარეშე მიუდგება საკუთარი ვალდებულებების შესრულებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ შვეიცარიის მხარის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება მოსკოვში მდებარე საქართველოს ყოფილი საელჩოს შენობის (ამჟამად საქართველოს ინტერესების სექცია) საქართველოს საკუთრებაში გადმოცემის შესახებ.
„მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. აღინიშნა, რომ ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დაისაჯონ დამნაშავეები და ამ თვალსაზრისით არავის უნდა ჰქონდეს ქართული მხარისგან რაიმე კომპრომისის ილუზია“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამასთან, უწყების განცხადების თანახმად, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის ერთადერთ ფორმატს კონფლიქტთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის მიზნით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
საკვანძო სიტყვები:

ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ტერორისტული ოჯახი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო სრულად - შალვა ნათელაშვილი
7 მარტი, 2021 , 15:53
„გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას“ - გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო` დატოვა
7 მარტი, 2021 , 14:19

ნატო ჩხეიძე: სხვების აზრი არ აინტერესებთ და რაც აინტერესებთ, კი იმუშავებენ იმ განხრით
7 მარტი, 2021 , 13:24

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: გამოდით ბაბლიდან, გამოდით... გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო
7 მარტი, 2021 , 12:57

არ უნდათ პლებისციტი? მით უკეთესი, პირდაპირი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები - ზაალ უდუმაშვილი
7 მარტი, 2021 , 11:56

პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება - მამუკა მდინარაძე
7 მარტი, 2021 , 11:07