უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 დეკემბერი, 2018 15:15
font-size

გრიპის ეპიდემიის საფრთხე ჯერ არ არსებობს - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეის მდგომარეობით 100 ათას მოსახლეზე ვირუსის 221 შემთხვევა ფიქსირდება, რაც მინისტრის თქმით, იმას ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა.

"ეპიდემიურ მზადყოფნა ჰქვია 100 ათასზე 450 შემთხვევას და მასთან მიახლოებულები, საბედნიეროდ, არ ვართ. მოსახლეობის მხრიდან აუცილებელია შესაბამისი რეკომენდაციების შესრულება. გრიპს ახასიათებს სწრაფი დასაწყისი, მაღალი ცხელება, თავისა და სახსრების ტკივილი და ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობის ნაცვლად აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. ასეთი ნიშნების გამოჩენისას, ჯობს, დარჩნენ სახლში და გამოიძახონ ექიმი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება გამოძახებას, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმები მომზადებულები არიან გადაუდებელი შემთხვევის მართვისთვის, ხოლო ოჯახის ექიმები - გრიპის შემთხვევების მართვისათვის.

"ამიტომ აუცილებელია ოჯახის ექიმს მიმართონ და არა სასწრაფო გამოძახებას", - ამბობს მინისტრი.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ფასიანი და უფასო ვაქცინაცია არ არსებობს.

"სახელმწიფო ყიდულობს მაღალი ხარისხის უფასო ვაქცინებს და ვაქცინები არის მიმართული იქითკენ, რომ ბავშვთა კალენდარი იქნას შესრულებული, რათა ბავშვი მთელი ცხოვრება დაცული იყოს ამ დაავადებებისგან. ეს ვაქცინაცია არის უსაფრთხო და ყველას ვთხოვთ, რომ დაიცვან ვაქცინაციის კალენდარი. კლინიკები მზად არიან მაღალი მიმართვიანობისთვის. მნიშვნელოვანია მოსახლეობამ დაიცვან ის რეკომენდაციები, რასაც დარგის სპეციალისტები აწვდიან", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარაში 53 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპით გარდაიცვალა.

საქართველოში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ელოდება.

დღეს ბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა.

მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა

8 მარტი, 2021 , 18:08

დაპირისპირება მოხდა მარტვილის ეპარქიაში. დაპირისპირების დროს ჩამოინგრა რეზიდენციის აივნის ხის მოაჯირი, რის გამოც დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები, მათ შორის „ფორმულას“, POStV-ის, „ტვ პირველისა“ და

„მომისმინე“ - თბილისსა და 10 სხვა ქალაქში 1000 მშობლის მარში იმართება

8 მარტი, 2021 , 17:45

თბილისსა და კიდევ 10 ქალაქში: გორი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, მარნეული, ქობულეთი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, ხარაგაული - ათასი მშობლის მარში იმართება. კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახ

`გამოდი ღირსებისთვის` - ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

8 მარტი, 2021 , 17:06

"გამოდი ღირსებისთვის" - აქტივისტები ამ წარწერით საინფორმაციო ბუკლეტებს თბილისში არიგებენ და ხალხს მოუწოდებენ, რომ ხვალ, 9 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციასთან 15:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. სამოქალაქო აქტივისტები

მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს

8 მარტი, 2021 , 16:55

სამოქალაქო აქტივისტებმა ისნის რაიონის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს. „ეს არის მთავარი მაფიოზი საქართველოში, ამ ადამიანის და მისი ოჯახის დამსახურებაა ყველაფერი, რაც დღ

ვამბობ ადამიანური მორალისა და ღირსების გაგებით, ჩემთვის ბერა უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე - გია ხუხაშვილი

8 მარტი, 2021 , 14:15

მმართველ პარტიაში ხომ ამბობენ, რომ დამონტაჟებულია, ფალსიფიცირებულია, 2010 წელია... შე კაი ადამიანო, ყველაფერი შენს ხელშია, გამოიძიე, დაადასტურე და ფალსიფიკატორები დასაჯე, დაგვარწმუნე! ამას ერთი სიტყვითაც არ ახსენებენ, -

საქართველოში სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა - საია

8 მარტი, 2021 , 13:00

სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახ