უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ნოემბერი, 2018 17:50
font-size

გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ჩატარდება

22 ნოემბერს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ერთდღიანი გრიპის უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება.

როგორც „მედიანიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გრიპის უფასო ვაქცინაციის ერთდღიანი აქცია მათი ორგანიზებით გაიმართება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის ვაქცინაცია ჩაიტაროს. „გრიპმა შესაძლოა შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე, თქვენ და თქვენს გარშემო მყოფთ! გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია!

ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ამ დღეს შესაძლებლობა ექნება სურვილის შესაბამისად ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია. ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია გაიმართება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში“, - აცხადებენ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, თბილისში გრიპის ვაქცინაცია შესაძლებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობაში, მის.: მ. ასათიანის ქ.N9.

ბათუმში - ამცრელი კაბინეტის მქონე პოლიკლინიკებში, კერძოდ: შპს "საოჯახო მედიცინის ცენტრი" (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30); შპს "ბათუმის N1 პოლიკლინიკა" (მის: ტბელ აბუსერიძის ქ.N2);

შპს "თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი" (მის: ტბეთის ქ.N 4); "ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი" (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3); "მე -4 პოლიკლინიკა" (მის: გალაქტიონ ტაბიძის ქ.N2);

"მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი" (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17).

ქუთაისში – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორიაზე (მის: ოცხელის ქ.N2).

მსურველებს დამატებითი ინფორმაცია გრიპის და მისი მიმდინარეობის შესახებ შეუძლიათ იხილონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე - www.ncdc.ge.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი