უკან

საზოგადოება

2 დეკემბერი, 2020 15:28
font-size

გრიპის ვაქცინა არის ყველგან და ყველას შეუძლია აიცრას - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, სახელმწიფომ სულ შეისყიდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 235 000 დოზა, საიდანაც დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის 10 000 გადაეცა ოკუპირებულ აფხაზეთს.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მიმართვიანობა მაღალი არ არის, ამიტომ მოიხსნა შეზღუდვა და სურვილის შემთხვევაში, გრიპის ვაქცინაციის შესაძლებლობა თითქმის ყველას აქვს.

„ჩვენ შევისყიდეთ 235 000 დოზა, სახელმწიფომ, თორემ გრიპის ვაქცინა გაცილებით მეტი იყო ქვეყანაში, როგორც მაქვს ინფორმაცია, კერძო სექტორს დაახლოებით 60 000-70 000 დოზა ჰქონდა შესყიდული.

დღევანდელი დილის მონაცემებით, დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის 10 000 დოზა ჩვენ გადავეცით აფხაზეთს, საქმის კურსში რომ ბრძანდებოდეთ, ასევე აიცრა ჩვენი ქართული ჯარი და კიდევ ის რისკ ჯგუფები, რაც ჩამოთვლილია. რაც შეეხება თავისუფალ დღეებს, პრინციპში, ჩვენ ბოლოს ორჯერ შევიტანეთ ცვლილება ბრძანებაში, რომ შესაძლებელია თითქმის ყველასთვის, ვისაც გსურთ, მიბრძანდით.

ანუ, მოვხსენით 65 წელზე ზემოთ შეზღუდვა, თუ გაქვს ქრონიკული დაავადებები მხოლოდ მაშინ. ყველას შეუძლია აიცრას, რადგან, სამწუხაროდ, მიმართვიანობა არ არის მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ წელიწადს ჩვენ ამდენი გრიპის ვაქცინა არ გვქონია.

ასევე, ბოლოს დავამატეთ მასწავლებლები, იცით, ჩართული გვყავდა რისკ ჯგუფებში ბაღის აღმზრდელები და ინტენსიურად აიცრენ, ასევე მასწავლებლებს შეუძლიათ, თავიანთ პოლიკლინიკებში მიბრძანდნენ და აიცრან, ეს ვაქცინა ყველგან არის, არავინ უარს არ ეუბნება, თუ მივლენ და აიცრებიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს

16 იანვარი, 2021 , 15:00

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-მდე გაიზარდა. პარ

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს

16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს. „აკადემიკოსი მზექალა შანიძე იუბილარია, მას 95 წელი შეუსრულდა! ვ

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფ

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი

16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დ

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი

15 იანვარი, 2021 , 19:59

ფაქტია, რომ გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, რასაც ჩვენი კომიტეტიც შეუწყობს ხელს, რათა სეზონი, რომელიც ახლა დგას იმერეთში და გამოირჩევა წვიმითა და თოვლით, კიდევ უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნ

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ

15 იანვარი, 2021 , 19:35

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ. „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, არსებული ეპიდემიოლოგიური