უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 სექტემბერი, 2020 14:45
font-size

გრიპის ვაქცინაციის საშუალება სავალდებულო უნდა იყოს წელს - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-სა და გრიპის ვირუსის თანხვედრის რისკზე “ღამის კურიერში” ისაუბრა.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი განმარტავს, რომ კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებები თავისთავად შეამცირებს გრიპით ავადობას.

“ჩემი მოსაზრებაა, რომ გრიპის ეპიდემიის ტალღა ისეთი ძლიერი არ იქნება წელს, როგორც იყო შარშან-შარშანწინ. მიზეზი ის, რომ ის რეგულაციები და ის პრევენციული ღონისძიებები, რაც გაწერილია კოვიდისთვის და რასაც ხალხი შეიძლება იდეალურად არა, მაგრამ მაინც ასრულებს ის ავტომატურად გრიპის საწინააღმდეგოდაც მუშაობს. აბსოლუტურად ერთიდაიგივეა გრიპის და კოვიდის პრევენციისთვის საჭირო პრევენციული ზომები და შეზღუდვები. და თუ ეს ასე თუ ისე კოვიდს აკავებს, გრიპსაც შეაკავებს რაღაც დონეზე ესე იგი.

თან, შარშან თუ ხალხი გრიპის ვაქცინაციას არ იკარებდა იმიტომ, რომ არხეინად იყვნენ, წელს სწორედ მაგიტომ, რომ კოვიდის და გრიპის თანხვედრამ შესაძლოა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, დამიჯერეთ ვაქცინას გაიკეთებს გაცილებით მეტი ადამიანი.

წელს არის შექმნილი წინაპირობა, რომ გრიპის შემთხვევების რაოდენობა და გრიპის სიმძიმე იყოს ნაკლები ვიდრე შარშან.

ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ გრიპის ვაქცინაციის საშუალება სავალდებულო უნდა იყოს წელს, როცა არის რისკი ამ ორი ინფექციის თანხვედრის,”-აცხადებს “ღამის კურიერის” ეთერში თენგიზ ცერცვაძე.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი