უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2019 18:50
font-size

გთხოვთ, რომ გააგრძელოთ მუშაობა ჩემს გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ არასამთავრობოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დატოვოს და პლენარულ სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხის განხილვას გაუძღვეს.

„შეხვედრაზე განვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებულ პროცედურასა და კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანი შეხვედრა დღეს დაიგეგმა, რადგან არ გვქონდა სხვა საშუალება სხდომის დაგეგმვისათვის. აქედან გამომდინარე, მიწევს იმ სხდომის წაყვანა. გავიგე, რომ იყო მოთხოვნა თუ თხოვნა დაყენებული, რომ ჩემი მონაწილეობით გაგრძელებულიყო პლენარული სხდომა, თუმცა ამასაც დასაბუთება სჭირდება, რატომ არის საჭირო ჩემი ყოფნა, არ ვიცი. ჩემი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა დავბრუნდე დარბაზში, სადაც გრძელდება პროცედურისა და კრიტერიუმების განხილვა. გთხოვთ, რომ გააგრძელოთ მუშაობა ჩემს გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს. სხდომის წაყვანა არის ზვიად ძიძიგურის პრეროგატივა და ეს არაერთხელ გაგვიკეთებია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატების ნაწილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისვლას მოითხოვეს. როგორც დეპუტატები აცხადებდნენ, მოსამართლეების საკითხის განხილვას ირაკლი კობახიძეც უნდა დაესწროს.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება, სადაც მოსამართლე ლევან მურუსიძეც იმყოფება.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი