უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ივნისი, 2017 18:45
font-size

გთხოვთ, უზრუნველყოთ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოება და დაცვა შესაძლო ძალადობისგან - არასამთავრობოები პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს პარლამენტს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავენ. მათი თქმით, მუხთარლის ამბავმა ნათლად აჩვენა, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიძლება, გახდნენ ძალადობისა და დევნის მსხვერპლები. კერძოდ, მათ შეახსენეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მუხთარლის უარი უთხრა თავშესაფრის მიღებაზე. მესამე სექტორი ჟურნალისტის გატაცების ვერსიაზე საუბრობს, რომლის შედეგად მუხთარლი ბაქოს იზოლატორში მოხვდა.

არასამთავრობოები მიმართავენ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს, უზრუნველყონ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები, ალიევის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოება. მათ მოუწოდებენ, აღიკვეთოს აზერბაიჯანელი აქტივისტების ნებისმიერი იძულებითი ფორმით სამშობლოში დაბრუნება.

„მედიანიუსი“ არამსამთავრობო ორგანიზაციები წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგმართავთ დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამო, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება 29 მაისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაუჩინარდა საღამოს, კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ და მეორე დღეს აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის სააგენტოს ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა.

მუხთარლის განცხადებით, ის იძულებით ჩასვეს მანქანაში, ხელები შეუკრეს და სცემეს. გამტაცებლებმა თავზე ჩამოაცვეს ტომარა და ჯიბეში ჩაუდეს 10 000 ევრო, მაშინ, როცა აზერბაიჯანის საზღვარს კვეთდა. მისი ადვოკატი ელჩინ სადიგოვი, რომელმაც მოახერხა იზოლატორში მუხთარლის ნახვა, ადასტურებს, რომ მას აქვს სახეზე ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები და, სავარაუდოდ, გატეხილი აქვს ერთი ნეკნი. 31 მაისს, ბაქოს სასამართლომ მუხთარლის მიუსაჯა წინასწარი სამთვიანი პატიმრობა და ბრალად ედება კონტრაბანდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

აფგან მუხთარლი, შესაძლოა, გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ეს ფაქტი კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რადგან საფრთხეში აგდებს ათობით აზერბაიჯანელ აქტივისტს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. ბევრი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, უფლებადამცველი და სხვა სამოქალაქო აქტივისტი გამოიქცა აზერბაიჯანიდან ბოლო წლების განმავლობაში, რათა გაქცეოდნენ რეპრესიებს, მაგრამ ისინი საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ხდებიან ძალადობისა და დევნის მსხვერპლი. მათ იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოში უსაფრთხოდ იქნებოდნენ, მაგრამ ახლა სამშობლოში უკანონოდ იძულებით დაბრუნების მუდმივი შიშით უნდა იცხოვრონ.

მაშინ, როცა აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვდა, იგი გაიტაცეს, აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო სამართლის ნორმათა დარღვევაა. წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა აკრძალულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო. კონვენცია ავალდებულებს მის წევრ ყველა ქვეყანას, არ გააძევოს პირი, ექსტრადიცია ან დეპორტაცია არ მოახდინოს ადამიანის იმ ქვეყანაში, სადაც მას ემუქრება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ძალადობა. ამდენად, საქართველოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების უსაფრთხოება და აღკვეთოს ნებისმიერი იძულებითი ფორმით მათი სამშობლოში დაბრუნება. აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტი საქართველოს რეპუტაციას ლახავს.

აზერბაიჯანის ხელისუფლება თავდაუზოგავად იბრძვის მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუჟნისკმა 2017 წლის მაისში განაცხადა: „აზერბაიჯანში მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელი რჩება. 2015 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულს სასამართლოში წარგზავნილ 7 საქმეში ვიყავი ჩართული რომლებიც, ჩემი აზრით, ზუსტად ასახავენ ამ ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების პრობლემებს: გამოხატვის თავისუფლების დარღვევას, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვასა და უფლებადამცველებისა და მათი ადვოკატების მიმართ აშკარა ძალადობას. ამ საქმეებში განმცხადებლები ამჯერად ციხეში აღარ არიან, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისინი, ვინც ჯერ კიდევ პატიმრობაშია ისეთი ბრალდებებით, რომლებიც მოკლებული არიან ყოველგვარ მტკიცებულებას“. საქართველოს აკისრია მორალური პასუხისმგებლობა, შეინარჩუნოს მისი ისტორიული როლი და შეიფაროს აზერბაიჯანელი დისიდენტები.

მივესალმებით აფგან მუხთარლის „უკანონო გატაცების“ ფაქტზე გამოძიების დაწყებას. იმედი გვაქვს, ის დაადგენს გამტაცებლების ვინაობას და ნათელს მოჰფენს ამ ფაქტში საქართველოს ხელისუფლების შესაძლო როლს. თუ დადგინდება რომელიმე ქართველი საჯარო მოხელის მონაწილეობა საერთაშორისო სამართლის აღნიშნულ დარღვევის ფაქტში, უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად.

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს ყველა ბოლოდროინდელ რეზოლუციას უფლებადამცველების შესახებ. ცოტა ხნის წინ, საქართველო იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ღრმა შეშფოთება გამოთქვეს უფლებადამცველთა რეპრესიებზე, ზეწოლასა და იძულებით გაუჩინარების ფაქტებთან დაკავშირებით. (რეზოლუცია 34/5, 2017 წლის 23 მარტი, ადამიანის უფლებათა საბჭო, საქართველომ მხარი დაუჭირა მას). საქართველოს მზაობა, დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ამ ეტაპზე რისკის ქვეშ დგას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს -“ გარისკე მეგობარო! გარისკეთ პრეზიდენტო“

14 ნოემბერი, 2019 , 16:50

ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს. თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს „ფეისბუქის“ სა

საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება თავად უწყობდა ხელს მღელვარების წარმოშობას- არასამთავრობოები

14 ნოემბერი, 2019 , 16:40

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას განცხადებით ეხმაურება და პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა

პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

14 ნოემბერი, 2019 , 15:30

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათ რუსთაველ

ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა მინიმალურად იყოს დაყვანილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული - კახა საბანაძე

14 ნოემბერი, 2019 , 13:15

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალ კურსთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა

14 ნოემბერი, 2019 , 11:10

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოავლინა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 976 დოკუმენტი შეამოწმეს და 229 ინსპექტირება

ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით - გიორგი გახარია

14 ნოემბერი, 2019 , 11:10

ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმი