უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 იანვარი, 2020 12:11
font-size

გწერთ შეშფოთებული ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო - სენატორ როჯერ ვიკერის წერილი საქართველოს მთავრობას

სენატორი როჯერ ვიკერი პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილს უგზავნის. წერილი, რომელიც 19 დეკემბრით არის დათარიღებული, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო გახარია, როგორც საქართველოს ძლიერი მოკავშირე, მოხარული ვარ, რომ ვხედავ ყველა მიღწევასა და წინსვლას, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ ბოლო 16 წლის მანძილზე მიაღწია.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, კონკრეტულმა ქმედებებმა ინსტიტუციების გაძლიერების მიზნით, მათ შორის სასამართლო რეფორმის მრავალმა რაუნდმა და სიცოცხლისუნარიანმა და ჩართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ თქვენი ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ რესპუბლიკად აქცია.

მე ვიცი, რომ თქვენ იზიარებთ ჩემს ენთუზიაზმს საქართველოში განგრძობადი დემოკრატიული წარმატებების შესახებ, ამიტომაც გწერთ შეშფოთებული ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

გასულ თვეს საქართველოს პარლმენტის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ ვერ მოახერხეს შეესრულებინათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირება, რომ გაატარებდნენ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც უზრუნველყოფდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას 2020 წელს.

ეს საარჩევნო ცვლილებები სარგებლობს ფართო მხარდაჭერით ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დემოკრატიაც მას უჭერს მხარს, რათა მიაჩნია, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მულტიპარტიული დემოკრატიის გამყარებისთვის.

სამწუხაროდ, ცვლილებების გასაოცრად ჩავარდნამ უკვე გამოიწვია საჯარო ნდობის რღვევა მომავალი წლის არჩევნებისადმი.

შემაშფოთებელია ასევე ბოლოდროინდელი სიჭარბე სისხლის სამართლის დევნისა, რომელიც პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგაა მიმართული.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლითაც ის ოპოზიციას პატიმრობით ემუქრება, აღრმავებს შფოთვას სასამართლო საქმეების შერჩეული დროისა და პირობების შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, როგორებიცაა გიგა ბოკერია და ნიკა მელია.

გასულ კვირას, „ქართული ოცნების“ მიერ ცალმხრივად უვადოდ 14 უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა, მიუხედავად სერიოზული კითხვებისა, რომელიც მათ იურიდიულ კვალიფიკაციას ეხება, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას კანონის უზენაესობისადმი. დამტკიცებული მოსამართლეების ასეთი დიდი რაოდენობა ასევე აღემატება „ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იმ რაოდენობას, რაც საჭიროა, უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის“-როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშია მითითებული, როცა მოსამართლეების შერჩევისადმი საზოგადოების დაბალ ნდობაზე საუბრობდა.

მაშინ, როცა არჩევნები ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში უნდა გაიმართოს, მე მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, რომ იჩქაროს საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერით ისარგებლებს და უზრუნველყოფს თანაბარ წესებს ყველა მოთამაშისთვის.

თუ, მსგავსი ზომები არ მიიღება, უნდობლობამ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციების მიმართ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს მომავალი წლის არჩევნების ლეგიტიმურობას და ქვეყნის სასამართლოს გამჭვირვალეობას. როგორც ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის დიდი ხნის დამცველი, მსურს ვნახო საქართველო, რომელიც აგრძელებს სწრაფვას თავისუფალი და წარმატებული საზოგადოებისთვის, უსაფრთხოდ თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

თანამშრომლობის ამ სულისკვეთებით, იმედი მაქვს თქვენ სერიოზულად განიხილავთ ამ შეშფოთებას და გარანტირებულად უზრუნველყოფთ სიტყვის, პრესის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლებას, რაც შესაბამისაბაში მოდის საქართველოს როგორც ეუთო-ს წევრი ქვეყნის ვალდებულებებთან“, - ნათქვამია წერილში.

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

სახლში დარჩენის გარდა, რას სთავაზობს ხელისუფლება ხალხს?! - ნინო ბურჯანაძე

31 მარტი, 2020 , 12:50

„რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა. იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ კარანტინის დროს სახლში უნდა დარჩეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდე

არც კარანტინია გამორიცხული და არაფერი - გია ვოლსკი

30 მარტი, 2020 , 16:50

თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება, ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ოპონენტებს დასჩემდათ, არამედ ჩა