უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 თებერვალი, 2019 17:05
font-size

გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტს - რაღაცა მაინც წაიკითხეთ. შეიძლება, ამდენი უვიცობა გამოავლინოთ?

„დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფრანგულ რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.

,,ქალბატონო სალომე, როგორ იქცევით? რაღაცა მაინც წაიკითხეთ. შეიძლება, ამდენი უვიცობა გამოავლინოთ? მე მრცხვენია და თქვენ არა?! იძახით, სტალინს ქართული ფესვები არ აქვსო. ქიზიყს ყიზირს ეძახით, მართლმადიდებლობას - მართლმადიანობას.

ქალბატონო სალომე, არსებობს კრიტერიუმები, რაც აუცილებელია, დაიცვათ.

სტალინის არც მეხოტბე ვყოფილვარ და არც აპოლოგეტი, მაგრამ მის ეთნიკურობაზე საუბარი, მინიმუმ, უხერხულია. არ იცით, ვინ იყო სოსო ჯუღაშვილი, არც მისი ქართველობა იცით, არც მისი ბავშვობა, არც - ქართული ხასიათი. გრიგოლ რობაქიძე მაინც წაიკითხეთ, რას წერდა სტალინის შესახებ, ან ივანე ჯავახიშვილის მიერ დაწერილი სტალინის წარმომავლობაზე. ჯუღა ძველ ქართულად ნიშნავს ფოლადს, გვარი მან ,,ხოშზე" კი არ დაირქვა, არამედ გადათარგმნა. მარტო საკუთარ თავზე ნუ ზრუნავთ, რამე მაინც წაიკითხეთ ამ ქვეყნის შესახებ," - მიმართავს გუბაზ სანიკიძე სალომე ზურაბიშვილს.

საკვანძო სიტყვები:

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი