უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

30 დეკემბერი, 2016 17:00
font-size

გუბერნატორმა და გამგებელმა 6 სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლები გადასცეს

ახალ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 6 ოჯახი ახალ სახლში შეხვდება. მძიმე სოციალური საცხოვრებლის მქონე ოჯახებს თანამედროვე სამ და ოთხ ოთახიანი სახლები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ საჩუქრად გადასცეს, - აცნობეს მედიანიუსს სამხარეო ადმინისტრაციიდან.

ლევან შონიამ სოფელ ჭაქვინჯში კობა გულორდავას 8 სულიან ოჯახს ოთხოთახიანი კეთილმოწყობილი სახლი გადასცა. გულორდავები აქამდე ავარიულ სახლში 6 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდნენ.

ამ ეტაპზე, ახალი სახლები ჭაქვინჯის გარდა, ჭკადუაშის, ყულიშკარის, ოდიშის და უჩაშონას ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებმა ოჯახებმა მიიღეს.

ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან.

წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლი აუშენა. 19 ოჯახს სახლები წინა ოქტომბერსა და ნოემბერის თვეებში გადასცეს, პროექტის ჯამური ღირებულება 600 000 (ექვსასი ათასი) ლარია.

2015 წელს კი ასეთი სახლები 16 ოჯახს გადაეცა. მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო „წლის საუკეთესო პროექტი“ სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც გამგეობა სახლებს უშენებს, სპეციალურმა კომისისამ შეარჩია.

პროექტი 2017 წელსაც გაგრძელდება.

შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, ახალი სკოლის აშენებამდე, სწავლას ამბულატორიის რეაბილიტირებულ შენობაში განაგრძობენ

21 ოქტომბერი, 2019 , 14:10

შატილში, რამდენიმე დღის წინ დამწვარი სკოლა-პანსიონის 8 მოსწავლემ სწავლა დროებით ამბულატორიის ახალრეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსწავლეები და მათ

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა

21 ოქტომბერი, 2019 , 12:20

საქართველოს მელიორაციამ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა. სათავე ნაგებობის ზედა და ქვედა ბიეფზე არსებულ სარეგულაციო კედლებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; შეკეთდა სათ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა სრულდება

20 ოქტომბერი, 2019 , 11:02

მესტიის მუნიციპალიტეტში ლატალის და ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშვო ბაღები შენდება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობის პროცესს სოფელ ლატალში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის

ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 18:41

„ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, ფერმერი, სპორტსმენი - ყველა ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის სახეს“, - ამის შესა

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი მედიკოსებთან შეხვედრისას სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესდა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მედიკოსების, პედაგოგებისა და პო

განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს, - ამის შეს