უკან

რეგიონები

15 დეკემბერი, 2018 12:35
font-size

გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

კურორტი გუდაური 30 წლისაა. სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და დაარსების თარიღი საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მთის კურორტების კომპანიის ორგანიზებით ახალ გუდაურში გაიმართა.

გიორგი ქობულიამ ყველას მიულოცა გუდაურის 30 წლის იუბილე და ახალი სეზონის გახსნა. „ვულოცავ ყველას გუდაურის 30 წლისთავს, დღეს გავხსენით ახალი სეზონი, გუდაური არის აბსოლუტურად განახლებული, ძალიან გაძლიერებული გვაქვს ჩვენი საბაგიროების გამტარუნარიანობა, ასევე ძალიან განვითარდა ინფრასტრუქტურა და ვიმედოვნებ, რომ წელს ჩვენი მოსახლეობაც და ტურისტებიც ბევრად უფრო ისიამოვნობენ გუდაურში ამ სეზონით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა.

გუდაური წლევანდელ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება - კურორტზე 6 ახალი საბაგირო აშენდა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა „ძველი კუდებისა“ და „საძელეს“ საბაგიროებს. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუქციის შემდეგ სასრიალო არეალი 20%-ით გაიზარდა. კურორტზე ასევე მიმდინარეობს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა.

გუდაურმა დაარსებიდან დღემდე მილიონობით ტურისტს უმასპინძლა, ამ ხნის მას აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უჭირავს.

ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს. კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 7.5 მ. სიგრძისაა, კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობით, გუდაური-კობი -ყაზბეგი ერთ კლასტერად იქცევა. ახალი საბაგიროები „სოლიკო“ და „კუდები“ ღია "ბაბლის" ტიპის 6-ადგილიანი იქნება, რაც მგზავრის სიცივისაგან დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო საბაგირო „პირველი“ ღია, ასევე 6 ადგილიანი. საბაგირო ,,პირველის“ და "სოლიკოს“ გამტარუნარიანობა საათში 2800 მგზავრი, ახალი ,,კუდების“ კი 2200 მგზავრი იქნება.

ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011/2012 - 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი)ტურისტების რაოდენობა 491% -ით გაიზარდა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი