უახლესი ამბები
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
- 19.01.2021 12:10გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- 19.01.2021 12:10ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
- 19.01.2021 10:46დღის კალენდარი _ 19 იანვარი
არქივი
საზოგადოება


გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება
ლადო გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს სარეაბილიტაციო არეალი კიდევ ერთხელ დაათვალიერა.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში პროფესიული წრეების წარმომადგენლები, „ტფილისის ჰამქარი“ და „იკომოსი საქართველო“ (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი) იყო ჩართული.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გუდიაშვილის მოედნის დაცვაში იყო ჩართული. იყო ძალიან ბევრი გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შენარჩუნებულიყო ეს მოედანი და მეც ვეთანხმები ამას, რადგან ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ამ პროექტის შედგენაში ჩართული იყვნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, „იკომოსი“ და „ტფილისის ჰამქარი“. ჩვენ უკვე ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. დღეს არ გვექნება ოფიციალური ცერემონია, რამდენიმე დღეში გავაკეთებთ ამას, თუმცა სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. პროექტის შემუშავებაში ჩართული მხარეების რეკომენდაციები მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული და სამუშაოების დაწყება დროში სწორედ ამიტომ გაიწელა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, რეაბილიტაცია მხოლოდ აღნიშნული კონკრეტული პროექტით არ დასრულდება.
„ჩვენ საკმაოდ ამბიციური და მასშტაბური გეგმები გვაქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ძველ თბილისს მოვლა-პატრონობა სჭირდება. უამრავი ძეგლია ქალაქში, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ეს ის ადგილები და უბნებია, რომლითაც ვამაყობთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2994 ლარი გახდა
18 იანვარი, 2021 , 17:15

18 იანვრიდან “ტელესკოლის“ გაკვეთილები განახლდა
18 იანვარი, 2021 , 17:15