უახლესი ამბები
- 05.12.2019 18:44ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს მოეწერა ხელი
- 05.12.2019 17:45ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს - ნათია თურნავა
- 05.12.2019 17:38ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა
- 05.12.2019 17:30პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა
- 05.12.2019 17:301 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9573 ლარი გახდა
- 05.12.2019 16:00ნიკა გვარამია სუს-შია დაბარებული
- 05.12.2019 15:40აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით - ელიზაბეთ რუდი
- 05.12.2019 15:40მეუღლის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 05.12.2019 15:20პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 6 ობიექტი გაიყიდა და 8 მლნ ლარზე მეტი შემოვიდა - ნათია თურნავა
- 05.12.2019 14:40მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ - ნათია თურნავა
არქივი
პოლიტიკა


გულდასაწყვეტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები უტიფრად იყენებენ ამ ოჯახის მწუხარებას - კახა კალაძე
„მესმის ზაზა სარალიძის ტკივილი, ვიცი, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი, რადგან საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ჩემს ოჯახსაც გამოვლილი აქვს ეს უბედურება და მტერსაც არ ვუსურვებ ამის გამოცდას“, - განაცხადა თბილისი მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, „გულდასაწყვეტია“, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ, საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე.
„თან არჩევნები ახლოვდება და ამ თემის გამოყენებას ცდილობენ. მათ მორალური უფლება არ აქვთ, ამ ყველაფერზე ილაპარაკონ. ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა, ნამდვილად გულდასაწყვეტია. გულდასაწყვეტია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები უტიფრად იყენებენ ამ ოჯახის მწუხარებას, ტკივილს და უნდათ, რომ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ, თუმცა, ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ ამის უფლება და შესაძლებლობა. რაც შეეხება საქმის გამოძიებას, მიმდინარეობს და საზოგადოებაში თუ არის კითხვის ნიშნები, ამ კითხვებს აბსოლუტურად ამომწურავი პასუხი გაეცემა პროკურატურის მხრიდან. თუ იყო გაურკვევლობა კომუნიკაციის თვალსაზრისით, ესეც გამოსწორებადია. უბრალოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ასეთ სენსიტიურ საკითხებზე. ესენი არიან რეჟიმის წარმომადგენლები, რომლის სახელზე არის გირგვლიანის მკვლელობა, რობაქიძე და აღარ გავაგრძელებ, არ მინდა წარსულზე საუბარი. ყველამ იცის წლების განმავლობაში, რა დამოკიდებულება და მიდგომები იყო",- განაცხადა კალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დედაქალაქის მერი კახა კალაძე გააკრიტიკა იმ განცხადების გამო, რომელიც ეხებოდა გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციას სახელწოდებით #ნუმომკლავ, რომლის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ორგანიზატორებისა და მათი მკვლელობის დაფარვის მონაწილეების დასჯა მოითხოვეს.
მელიამ აღნიშნა, რომ კალაძემ გირგვლიანის საქმის გახსენებით გაათანაბრა ეს მკვლელობა ხორავას ქუჩაზე მომხდარ გარჩევასთან. გარდა ამისა, პოლიტიკოსმა დაადანაშაულა თბილისის მერი გირგვლიანის საქმით სპეკულირებაში.
„ენმ“-ის ლიდერმა დასძინა, რომ როგორც წინა სახელისუფლებო გუნდმა აგო პასუხი გირგვლიანის საქმის გამო, ისეთივე ბედი ელოდება „ქართული ოცნების“ მთავრობასაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო.
თბილისის მერი აქციას სახელწოდებით #ნუმომკლავ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან სოლიდარობა გამოუცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს. მან გაიხსენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მოკლულის დედამ სამართალი ვერ იპოვა. კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გააკრიტიკა და მოსახლეობისადმი „ცინიკურ დამოკიდებულებაში“ დაადანაშაულა.
გუშინდელი აქცია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ორგანიზებით ჩატარდა. მან შეკრებილებს მიმართა და სთხოვა, არ დაუშვან ახალგაზრდების სისხლისღვრა. მისი ინფორმაციით, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მკვლელობის დროს ორი დანის გარდა კიდევ სხვა საგნები იყო გამოყენებული. სარალიძემ დასძინა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ერთ-ერთი დანა გაანადგურა, ხოლო პროკურატურა მის დისკრედიტაციას ცდილობს.
აქციას შეუერთდა პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს ძიუდოისტებმა, რომლებმაც გუშინ მორიგი აქცია გამართეს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მომდევნო დღეს საავადმყოფოში დაიღუპა.

ბრატისლავაში ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორების ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი
5 დეკემბერი, 2019 , 14:40

ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან ზიანს აყენებს ქვეყანას და ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს - მოძრაობა `ქვეყნის სამსახურში` (`სირცხვილია`)
5 დეკემბერი, 2019 , 11:20

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
4 დეკემბერი, 2019 , 17:45

`დააყადაღონ მათ ბანკებში არსებული ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები და და აიძულონ დიქტატორს დათმოს ძალაუფლება`
4 დეკემბერი, 2019 , 17:05

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა
4 დეკემბერი, 2019 , 16:10
ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს - „ახალი საქართველოს“ წევრი
4 დეკემბერი, 2019 , 14:55