უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ოქტომბერი, 2017 15:35
font-size

გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია - გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს

„ჩამოყალიბდი, რა გინდა“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუს. ქვეყნის ყოფილი პირველი პირის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ფრთამ, რომელიც შემდგომ „ევროპულ საქართველოდ“ ჩამოყალიბდა, ბიძინა ივანიშვილი გააძლიერა.

გიგი უგულავას შეფასებით, ოპოზიციური პარტიების გაკრიტიკებით სააკაშვილი ხელს უწყობს ივანიშვილს.

„მიშა, ძვირფასო, როცა არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და სხვა ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებ, ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა „ოცნება“ ხალხს შენი დაბრუნებით, არეულობით აშინებს და ეს, სამწუხაროდ, მუშაობს, შენ ზღვის გადმოცურვით იმუქრები, თან იძახი, პოლიცია და ჯარი ჩემს მხარესაა- ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა შენს თანაგუნდელებს ეუბნები - თქვენ თუ მოიგეთ, მე ამით რა სარგებელი მაქვსო - ივანიშვილის წისქვილზე ასხამ წყალს. რით ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში.

აღარ ვაპირებთ, შენი და შენი მეგობრების წელს ქვევით პრწკენებზე ბევრი დრო დავხარჯოთ. არჩევნებია და „ოცნებას“ ამ საჩუქარს არ გავუკეთებ. როცა შენი პარტიის დღევანდელი ლიდერი შენს მინისტრს ( რომელთანაც ყველანაირად ვალში ხარ) ყაჩაღს უწოდებს, ჟურნლისტებს გაურბიხარ - საქართველო მე არ მეხებაო. ახლა არჩევნების წინ ორღობესავით ჭორაობ ქართულ პოლიტიკასა და პარტიებზე - გაუცნობიერებლად ივანიშვილის უკეთებ საქმეს. ჩამოყალიბდი, რა გინდა. გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია.

პ.ს. ალბათ ცოტა ხანში წასვლასაც ჩვენ დაგვაბრალებ.

„მე კრაკოვეცთან რაც გავაკეთე, საქართველოში ეს გზა ჩემთვის ჩაიკეტა იმ შეთანხმებებით, რაც მოხდა შარშან არჩევნების წინ და არჩევნების მერეც, მთავარ პრობლემად გამოაცხადეს არა ივანიშვილი, არამედ ჩემი შესაძლო დაბრუნება. ჩემი შესაძლო დაბრუნება გამოაცხადეს მთავარ პრობლემად და არა ბიძინა ივანიშვილი“, - წერია უგულავას ფეისბუკ პოსტში.

ანა მებურიშვილი

ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს - ირაკლი კობახიძე

12 დეკემბერი, 2025 , 16:08

არაფორმალური გავლენები არის ძალიან აქტუალური ევროკავშირის მასშტაბით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ არაფორმალური გავლენე

„ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე არ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში - თაზო დათუნაშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 15:51

 ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია,– ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა

ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე

12 დეკემბერი, 2025 , 15:45

ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბ

თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვისაუბროთ მშვიდობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე - შალვა პაპუაშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 13:09

ვინც პატივს სცემს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით. რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. ოკუპაცია არ არის დასრულებული, შესაბამისად არ

საქართველო აქტიური ხელშემწყობია რეგიონული თანამშრომლობის, რომელიც აშენებს ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს, შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს - ირაკლი კობახიძე

12 დეკემბერი, 2025 , 13:02

 გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო თავის წარმატებულ გამოცდილებას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკ

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება - გიგა ფარულავა

12 დეკემბერი, 2025 , 12:53

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიკური შურისძიება, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ პარტიის „გახარ