უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 ივნისი, 2018 10:55
font-size

გუნდში ჩანერგილების და პორტირებულებისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ მაქსიმალურად - დავით ჭიჭინაძე

ვფიქრობ, გუნდში ჩანერგილების და პორტირებულებისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ მაქსიმალურად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, სამინისტროების საქმიანობაში ივანიშვილი არასდროს ჩარეულა და პორტირებულებს და ჩანერგილებს მინისტრები ინახავენ.

„მე ჩემი დაპირებები და შეხედულებები გამაჩნია; თუ არ ჩამაყენებენ საქმის კურსში, თუ არ იქნება ის პროგრამა, რომელსაც ამომრჩეველს დავპირდით, ჩემი მხარდაჭერაც არ იქნება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ გუნდში ჩანერგილების და პორტირებულებისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ მაქსიმალურად; ვინც ამას შესთავაზებს მოიგებს. თუ იქნება ჩანერგილი ადამიანები და მათი შეუცვლელობის პრინციპი, რომელიც ძალიან აღიზიანებს ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენი პარტიის წევრებს, მე ვიქნები წინააღმდეგი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, მინისტრები ინახავენ პორტირებულებს და საკუთარი პარტიის წევრებს არ ასაქმებდნენ.

„ვალდებულებები, რომლებიც გვქონდა, ამის სულ ძველ კადრებზე ხდებოდა დაყრდნობები. ადამიანებს, რომლებმაც იბრძოლეს რეჟიმის გასაშვებად, უნდა დაუბრუნდეთ სამართლიანობის გრძნობა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ნამდვილად ჰქონდათ განზრახვა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისა - სოფიო კილაძე

19 ოქტომბერი, 2018 , 17:40

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, ხელისგულზე ჩანს აშკარა ნიშნები, რომ მზადდებოდა სახელწიფო გადატრიალება. დეპუტატის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერიაში შეიტანა განცხადება

ექვსი წლის განმავლობაში ამ პარტიის თავმჯდომარემ ვერ მონახა დრო, რომ ერთხელ მაინც რომელიმე საჯარო სივრცეში წარმოეთქვა სიტყვა ,,ნატო“ - სოსო ცისკარიშვილი

19 ოქტომბერი, 2018 , 15:55

ყველაზე ინფორმაციული საზოგადოებისათვის რუსთავი 2-ის გაჩენილი თემები გახლავთ. ჩვენი მართლმსაჯულება, რასაკვირველია, მის უკან ,,მიჩანჩალებს“ და მხოლოდ პასუხებით ცდილობს რამე დამაჯერებლის მიწოდებას, მაგრამ ერთ დღესაც რ

არჩევნების კონტექსტში დესტაბილიზაცია იგეგმება - მამუკა არეშიძე

18 ოქტომბერი, 2018 , 17:45

არჩევნების კონტექსტში დესტაბილიზაცია იგეგმება, თუ ოპოზიციისათვის სასურველი შედეგი არ დაიდება, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე და ამატებს, რომ ამგვარი არეულობის მოწყობა იგეგმებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მაჩალიკაშვილთ

დეტალურ ყველა დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს - გიორგი გახარია

18 ოქტომბერი, 2018 , 17:45

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გავრამიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სუს-ი მისი და სააკაშვილის ჩანაწერების გამოქვეყნებას აპირებს. გახარიას თქმით, წარმოდგენა

ფარული ჩანაწერები პოლიტიკის მიმართ ადამიანების ნდობას ძირს უთხრის - კარლ ჰარცელი

18 ოქტომბერი, 2018 , 17:30

საჭიროა სხვადასხვა საუბრის და ფარული ჩანაწერების კარგად გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას განაცხად

ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტების აღრევასთან - მამუკა ბახტაძე

18 ოქტომბერი, 2018 , 17:30

საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომ მირზა სუბელიანი თავის დაკავებას სახელმწიფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`