უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ნოემბერი, 2019 16:40
font-size

“გუნდში რჩებიან როგორც ინგლისურის, ასევე ფრანგულის, ევროპული და არაევროპული ენების მცოდნეები”

პარლამენტში უმრავლესობა თანამდებობებს ანაწილებს. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გარკვეულია ყველა კომიტეტის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა, გარდა განათლების კომიტეტისა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე დეპუტატის კანდიდატურა სახელდება, მათ შორის, გენადი მარგველაშვილისა.

"კურიერთან" საუბარში მარგველაშვილი ადასტურებს, რომ უკვე ჰქონდა პარტიის ხელმძღვანელობასთან კონსულტაცია და მზად არის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.

"განათლების კომიტეტის პირველი მოადგილე ვარ და ცხადია, ამ შემთხვევაში ჩემი კანდიდატურაც განიხილება, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემს გარდა არის რამდენიმე კანდიდატიც. ერთ კვირაში გაირკვევა კომიტეტების თავმჯდომარეობის ვინაობები," - აღნიშნა მარგველაშვილმა.

უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ვაკანტურ პოსტებზე კანდიდატები პროფესიონალიზმის მიხედვით უნდა შეირჩნენ.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს გუნდში რჩებიან როგორც ინგლისურის, ასევე ფრანგულის, ევროპული და არაევროპული ენების მცოდნეები. ამის პრობლემა საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული კანდიდატი იყოს შერჩეული თავისი პროფესიონალიზმით," - აღნიშნა იონათამიშვილმა.

პირველ ვიცე–სპიკერად, გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ვოლსკი გადავა, მის ადგილს კი გიორგი კახიანი დაიკავებს. უცნობია ვინ იქნება მეორე ვიცე-სპიკერი.

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეებს, არაოფიციალური ინფორმაციით სოფო ქაცარავას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ბერაია შეცვლის. თამარ ხულორდავას ადგილს კი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში რომან კაკულია დაიკავებს. კაკულიას ნაცვლად დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძე დაინიშნება.

წყარო: „რუსთავი 2“

შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ - ირაკლი სესიაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

„როგორც ჩანს, კონგრესმენების მხრიდან ლობიზმი გრძელდება. ეს არ ავნებს და ვერ შეაფერხებს იმ სერიოზულ თანამშრომლობას, რაც საქართველო-ამერიკას შორის არის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კ

გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე - მიხეილ სააკაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი, მოწონს ეს ვიღაცას, თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,

გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში - სალომე სამადაშვილი

9 ივლისი, 2020 , 15:00

"გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში,"- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს რამდენიმე განმარტება დაემატა

9 ივლისი, 2020 , 12:58

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტ

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა

9 ივლისი, 2020 , 11:55

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდა

8 ივლისი, 2020 , 16:25

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლავრენცეს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე