უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

27 აგვისტო, 2016 12:00
font-size

გურამ მაჭარაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში, გურამ მაჭარაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების, ლელიანის,ჭაბუკიანის და ქ. ლაგოდეხის № 3 – ე საარჩევნო უბნის მცხოვრებლებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და საკუთარი გეგმები გააცნო.

სოფელ ლელიანის მოსახლეობამ გურამ მაჭარაშვილთან შეხვედრისას ყურადღება გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების საკითხებზე გაამახვილა. რაც შეეხება სოფელ ჭაბუკიანის მოსახლეობას, მათ მაჭარაშვილთან საუბრისას აქცენტი საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემაზე გააკეთეს.

მოსახლეობის მიერ სოფლების საჭიროებებთან დაკავშირებით დაყენებული საკითხები, კანდიდატის თქმით, უცხო არ არის. გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, აღნიშნულ სოფლებში არსებული გამოწვევების დაძლევაზე მუშაობა მისი საპარლამენტო საქმიანობის პირველივე დღეებში დაიწყება.

შეხვედრებისას გურამ მაჭარაშვილმა ამომრჩეველს განუმარტა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის იქნება თითოეული მათგანის ხმა საქართველოს პარლამენტში. გარდა ამისა, ქართული ოცნების კანდიდატმა ადგილობრივებს მუდმივი შეხვედრების და კომუნიკაციის პირობა მისცა.

,,მნიშვნელოვანია, რომ პრობლემების გადაწყვეტა მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრის და კომუნიკაციის გზით ხდებოდეს. აუცილებელია იცოდე, რას თვლის ამა თუ იმ სოფლის მოქალაქე პრიორიტეტად. მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვან დროს სწორედ ხალხთან ურთიერთობას მოვახმარ,სწორედ მათ მიერ დაყენებული საკითხები იქნება ჩემი და ჩვენი გუნდის მოქმედების ამოსავალი წერტილი. მჯერა, 8 ოქტომბერს, თქვენთან ერთად შევძლებთ ურთიერთ თანამშრომლობის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც ყველა გამოწვევის დაძლევის წინაპირობა იქნება“, – განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას გურამ მაჭარაშვილმა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი