უკან
სამართალი
28 მარტი, 2020 14:10
გურჯაანის მამაკაცმა 3 თვის ჩვილი მოკლა
მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში. მამამაკაცმა 3 თვის ჩვილი მოკლა, ხოლო ცოლს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად, ვეჯინში, საჩხერედან იყო ჩასული და სტუმრად ცოლის დის ოჯახში იმყოფებოდა.
რა გახდა საზარელი მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობას გულისხმობს.