უკან
რეგიონები
27 აპრილი, 2017 14:00
გურჯაანში ავტომობილის შეჯახებისას მე-4 კლასელი გოგონა დაიღუპა
გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში ავტოსაგზაო შემთხვევას მეოთხე კლასელი მოსწავლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა გოგონა სკოლასთან გზის გადაკვეთას ცდილობდა.
მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექიმების თქმით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ნინო ექვთიმიშვილი