უკან
რეგიონები
21 ივლისი, 2017 13:50
გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში უბედური შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა.
„ლუაზის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც 15 წლის მოზარდი იჯდა, ღელეში ჩაგორდა, მანქანა გადაბრუნდა, მოზარდი კი, მის ქვეშ მოექცა.
მოზარდმა ადიდებულ ღელეში მანქანიდან გამოსვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა.