უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

19 ნოემბერი, 2018 14:45
font-size

გურიაში “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით ტერენინგები გაიმართა

გურიაში “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტერენინგები გაიმართა.

ტრენინგის ფარგლებში ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის ყველა საბავშვო ბაღის 100-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი გადამზადდა, რითაც გურიის რეგიონში სახელმძღვანელოს დანერგვა დასრულდა.

ტრენინგის მონაწილეებს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესაუბრა და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო საქმიანობაში დახმარება აღუთქვა.

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის, კახეთისა და გურიის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.

მარნეულში 70 წლამდე ასაკის ქალი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს

15 დეკემბერი, 2018 , 16:00

მარნეულში, სოფელ კიროვკაში 70 წლამდე ასაკის ქალი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ეზოში მიწა იყო ამოთხრილი, სავარაუდოდ, მოკლულის დასამარხად. შინაგან საქმეთა სამინისტომ მომხდარზე გამოძიება

ფოთში ბუნებრივი აირით ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ

15 დეკემბერი, 2018 , 15:30

ფოთში, ბერდიანსკის ქუჩაზე, ბუნებრივი აირით ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის განც

შსს-მ ზესტაფონში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი დააკავა

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედე

გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

15 დეკემბერი, 2018 , 12:35

კურორტი გუდაური 30 წლისაა. სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და დაარსების თარიღი საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ლენტეხისა და მესტიის მოსახლეობა EBRD-ის ოფისთან შეიკრიბა

14 დეკემბერი, 2018 , 17:42

სვანეთში, ლენტეხისა და მესტიის მოსახლეობამ გარემოსდამცველთა მხარდამჭერი აქცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფისთან გამართა. აქციის მონაწილეები ჰესების მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ, რადგან მათი მტკიცები

ქუთაისი - ვანის გზაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა

14 დეკემბერი, 2018 , 14:30

ქუთაისი - ვანის გზაზე დღეს დილით მიკროავტობუსი გადაბრუნდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`