უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 ივლისი, 2019 11:20
font-size

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში 25 სოფლის გაზიფიცირებაა დაგეგმილი - ნათია თურნავა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა ერთ-ერთია იმ დასახლებებიდან, სადაც 2019 – 21 წლებში გაზიფიცირება განხორციელდება, შედეგად კი ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამის შესახებ შრომაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

შრომის თემში 6 სოფელი შედის. გაზიფიცირების სამწლიანი სამთავრობო გეგმის თანახმად, 2019 – 2021 წლებში გურიის სამივე მუნიციპალიტეტში 25 სოფლის გაზიფიცირებაა დაგეგმილი.

„გამოვაცხადეთ, რომ იწყება გაზიფიკაციის სამუშაოები - ჯერ ვიწყებთ პროექტირებას და მას წლის ბოლომდე დავასრულებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ აქაურ მოსახლეობას გაისად ამ დროს გაზი უკვე ექნება“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ გურიის მხარეში სამთავრობო რწმუნებული ზურაბ ნასარაია და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.

შრომის თემში შემავალი სოფლების (შრომა, ორმეთი, ვაკე, ზედუბანი, ხრიალეთი და მოცვნარი) გაზიფიცირების შედეგად, აშენდება გაზსადენი, რომლის სავარაუდო სიგრძე 95 383 გრძივი მეტრი იქნება. თემში კომლთა რაოდენობაა 1446. უშუალოდ სოფელ შრომაში 233 კომლი გახდება გაზის კომპანიის აბონენტი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5 263 809 იქნება.

ზუგდიდის თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

13 ივლისი, 2019 , 14:17

ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება, სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს. ახალ თეატრს, რომ

კახეთის რეგიონში აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

13 ივლისი, 2019 , 11:32

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. რეგიონში სტიქიური მოვლენებიდან გამოწვეული ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვეო კომპანიების მხრიდან. სოფლისა

დღეს ქობულეთში „Kobuleti Fest 2019” გაიმართება

13 ივლისი, 2019 , 10:41

დღეს, ქობულეთი ფესტივალს „Kobuleti Fest 2019“ მასპინძლობს. ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ის 14:00 საათზე ფრან

რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

12 ივლისი, 2019 , 12:50

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქ ბ

კლდის ჩამოშლის გამო, მამისონის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

12 ივლისი, 2019 , 11:25

უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ147-კმ149 მონაკვეთზე, ჩამოსულია მიწა-კლდის შვავები, რის გამოც, აღნიშ

აჭარიდან კომპანიების უმრავლესობა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს - ირაკლი ლექვინაძე

12 ივლისი, 2019 , 11:05

„2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 20% აჭარიდანაა და კომპანიების უმრავლესობა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს,“ - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს