უკან

სამართალი

24 ოქტომბერი, 2016 12:50
font-size

გუშაგმა განახორციელა კანონით გათვალისწინებული ყველა ქმედება - სამხედრო ექსპერტი

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ფაქტს ეხმიანება, რა დროსაც 23 წლის გიგა შენგელია დაიღუპა.
მისი შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ ძიება არასწორად წარიმართოს.

„ჯარისკაცი, როცა საგუშაგოზე გადის, მას უტარდება ყველანაირი შემოწმება. ის აუცილებლად გააფრთხილებდა თავის ზემდგომს, როცა ტერიტორიაზე უცხო პირს შეამჩნევდა. მე მჯერა, რომ შესაბამისი უწყებები აუცილებლად ობიექტურად გამოიძიებენ მომხდარს. ერთია მუნდირის ღირსება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ საქმეს ყოველგვარი ტენდენციის გარეშე მიეცემა მსვლელობა”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ დღვანდელ პრესკონფერენციაზე.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების პროცესში საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.

,,გუშაგმა განახორციელა კანონით გათვალისწინებული ყველა ქმედება, გააფრთხილა სიტყვიერად, მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენა იარაღი. გამოძიება ალბათ ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს.

პროცესში შეიძლება კვალიფიკაცია შეიცვალოს, შეიძლება გუშაგის სასარგებლოდ და შეიძლება პირიქით დამძიმდეს მის მიმართ მუხლი. ამას გამოძიება გვაჩვენებს.

ცნობისათვის: წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდაჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე, უცხო პირების შეჭრის ფაქტზე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა).

ნინო ექვთიმიშვილი

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი