უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 ივნისი, 2018 16:10
font-size

გუშინ 3 საათით შეიყუჟეთ პარტიაში, შეშინებულებმა იმსჯელეთ, თუმცა ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ - სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დღევანდელ საპარლამენტო სესიაზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეხვედრას გამოეხმაურა. დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა ტყუილში დაადანაშაულა.

„ბატონო ირაკლი, კარგი იქნებოდა, სანამ პარლამენტის წევრ ნიკა მელიას ხელბორკილებით გაიყვანდნენ, მაშინ პარლამენტს გახსენებოდა, შესაბამისი სანქცია მიეცა ამ ფაქტისთვის.

გაუგებარია, მშვიდობიანი და სანქცირებული აქციის დროს მსგავსი ქმედების განხორციელება, რა საჭირო იყო ამდენი პოლიციელის მობილიზება პარლამენტის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

თქვენ ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყანაში ცდილობს დესტაბილიზაციის შემოტანას, ცდილობს არეულობის მოწყობას. სინამდვილეში კი, მიჩნდება განცდა, რომ უძრაობის ჭაობში ჩაფლული ქვეყნის მოქალაქეების დიდი უმრავლესობა დღითიდღე ხელისუფლების მიმართ კარგავს რწმენას, თქვენ კი ცდილობთ, არეულობის აჩრდილი შექმნათ და თავად უკეთებთ დემონიზირებას ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს, რათა შეინარჩუნოთ ძალაუფლება.

ეს ასე ვერ იქნება ორი მარტივი მიზეზის გამო. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ასპარეზს 2012 წელს ორი მთავარი დაპირებით მოევლინა - სწრაფი გამდიდრება და სამართლიანი სისტემის შექმნა. დღეს ქვეყანა გაღატაკებულია. ამ ქვეყანაში არ არსებობს კანონის უზენაესობა და სამართალი, რაც დამტკიცდა სარალიძის მაგალითით და არა მხოლოდ. სწორედ ეს არის ჩამოშლა ორი მთავარი საყრდენის, რომელიც გეგონათ, შექმენით 2012 წელს. დღეს კი ყველა საქართველოს მოქალაქემ იცის, რომ ეს იყო მტკნარი ტყუილი.

ამიტომ თბილისის ქუჩებში უამრავი მოქალაქე გამოდის, რათა გააპროტესტოს ქართული ოცნების მმართველობა და თქვენი ხელისუფლების პირობებში შექმნილი უიმედობა.

როდესაც დათვლას იწყებთ, თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა, იქ იწყება ყველაზე სერიოზული კრიზისი ხელისუფლების. ასე რომ, არ მიკვირს, რომ გუშინ 3 საათით შეიყუჟეთ პარტიაში, შეშინებულებმა იმსჯელეთ, თუ რა ქნათ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, თუმცა ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ და ხალხს ურცხვი ტყუილები მოუყევით ისევე, როგორც ოროსანი ბავშვები იმართლებენ თავს გაკვეთილის უცოდინრობისთვის.

თქვენი პოლიტიკური კრიზისი დასრულდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სრული ჩამოშლით“, -აღნიშნა სამადაშვილმა.

კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე სახალხო დამცველის დადუმების მცდელობა გამოიკვეთა - თამარ ჩუგოშვილი

22 იანვარი, 2020 , 16:50

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საკომიტეტო მოსმენის დროს, გუშინ გამოჩნდა მცდელობა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს შეზღუდვები დაუწესდეს. „ჩემთვის გუშინ გამოჩნდა მცდელობა იმისა, რომ ს

პრორუსული `ოცნებისგან` ისიც მოსალოდნელია, ჩვენი ისტორიის ეს ნაკვალევიც გადაშალონ -ზურაბ ჭიაბერაშვილი

22 იანვარი, 2020 , 16:30

პარლამენტის წინ მერიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ზურაბ ჭიაბერაშვილი ფეისბუქით ეხმაურება: "როდესაც პარლამენტის წინა სივრცის რეკონსტრუქცია გაკეთდა და 9 აპრილის მემორიალი დაიდგა, ახლად დაგებულ ფილებს შორის შე

კარვებიც დაიდგმება და ბანერიც დაიდგმება და ჩემი პროტესტი გაგრძელდება, სანამ ამათ არ დავამთავრებ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

22 იანვარი, 2020 , 14:00

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ პარლამენტის შენობის წინ, ჯებირების აღმართვის მიუხედავად, ის პროტესტს აღნიშნულ ადგილზე მაინც გააგრძელებს.  “ჯებირი კი არა ამათ ჩინური კე

სახალხო დამცველის ფუნქციაა ის, მოქალაქეები დაიცვან გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგანაც - ნინო ლომჯარია

21 იანვარი, 2020 , 16:25

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გ განცხადებას, რომ ის არ არის მისი ან ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი. „სახალხო დამცველის ფუნქციაა ის, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაიცვან

თეა წულუკიანის წარდგენილ ვიდეოში უკანონო ვერაფერი დავინახე, პირიქით, სერიოზული კითხვები არის ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებაზე -ნინო ლომჯარია

21 იანვარი, 2020 , 16:25

ვიდეოზე, რომელიც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა, უკანონო ვერაფერი დავინახე, პირიქით, მიმაჩნია, რომ სერიოზული კითხვები არის ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით, – ამის შესახე

მოგიწოდებთ, მითხარით ამ ე.წ. მეჩაიე, თუ მეყავე მაყურებლის გვარი და სახელი, რომ ის დაისაჯოს - წულუკიანი ვიდეო მასალას ავრცელებს

21 იანვარი, 2020 , 16:00

თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ვიდეო წარადგინა, სადაც ჩანს, როგორ იქცევა ომბუდსმენის წარმომადგენელი საკანში მონიტორინგისას: იუსტიციის მინისტრმა ამ ფორმით სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილს უპასუხა, სადაც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`