უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 დეკემბერი, 2017 16:50
font-size

გუშინ ის პატარა ბიჭი შეეწირა „კაი ბიჭს“, ახლა მისი საძმო რომ ზის და გეგმებს აწყობს, როგორ ჩააწყობს პროკურატურასა და სასამართლოში საქმეს - ირაკლი ჟვანია

მსახიობი ირაკლი ჟვანია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

„ჩვენს ბავშვობაში მოხდა ტრაგედია, რამდენიმე არაკაცმა დანებით წყნეთში დაჩეხეს ჩვენი კლასელი, ულამაზესი სპორტსმენი ბიჭი...შეძრული იყო მაშინ ქალაქი ამ მკვლელობით...ცოტა ხანში ის მკვლელები მრგვალ ბაღთან ბირჟაობდნენ, სხვებს საქმეებს ურჩევდნენ... მერე საძმოც გააკეთეს, ვერა-ვაკეში ხალხს ატერორებდნენ და აუთავებდნენ.... მერე რა, აიტანა თბილისმა... ბევრი მათგანი დღეს პოლიტიკოსი ან ბიზნესმენია, ბევრი ტელევიზიით სხვებს ჭკუას ასწავლის, ოკუპაციასთან მებრძოლიცაა, ზოგი წამლისგან გარდაცვლილია ან მოკლულია მისნაირივე ნაძირალის ხელით...

... თბილისი მუდამ ითმენს მკვლელებსა და ნაძირლებს....გუშინ რაც მოხდა, ამის გაგრძელება იცით, რა იქნება? იმ ნაძირალა მკვლელს, თუ დაიჭირეს, ჩაუწყობენ ვადის შემცირებას, მერე ციხეში შევა „კაი ბიჭის“ სახელით, იქაც იბლატავებს, მისი ძმაკაცები პადაგრევებს შეუგზავნიან, შავი რეიბანებით ბირჟას გაამაგრებენ და აბა ვინმემ გაბედოს და უთხრას რომ „ მკვლელი ხარ, შენი დედა @@@@!“, გავა ათი ან მეტი წელი, გამოვა ის მაიმუნი ციხიდან, ძმები უყიდიან „პორშ კაიენს“ და ნაშასთან ერთად შარდენზე ლაუნჯში წამოწვება....

არასდროს არ შეეშინდება იმის, რომ მკვლელია, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არავის არაფრის არ ეშინია. ამ ქვეყანაში ყველას გვყავს ახლობლებში ან ნაცნობებში მკვლელები, ყაჩაღები, ნარკომანები, ვთამაშობთ კანონიერ ქვეყანას და საძმოს ტიპები პოლიტიკოსები არიან, ქმრის მკვლელობაზე ციხეში ნაჯდომი ქალი ტელეწამყვანია, როგორც ნიკო წერდა „ ....ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს...“.

ყველაზე მეტი ქურდი მსოფლიოში საქართველოდანაა, ასმილიონიან ერებს ვუსწრებთ ამ საქმეში, სამაგიეროდ, მაღალი დონის მხატვარი ან მუსიკოსი ათი- ოცი კაცი თუ მოიძებნება...

მენტალურად კრიმინალური ერი და საზოგადოება ვიყავით და ვართ. მკვლელი ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ჩვენ კიდევ უარესი ვართ მაგათ მიმართ „ ვა, პრივეტ, რავა ხარ, ძმაოთი...“.

ხოდა, გუშინ ის პატარა ბიჭი შეეწირა „კაი ბიჭს“, ახლა მისი საძმო რომ ზის და გეგმებს აწყობს, როგორ ჩააწყობს პროკურატურასა და სასამართლოში საქმეს....

ია და ვარდების ქალაქი.

კაი ბიჭების ქალაქი.

ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ხომ ჯონდომ ბონდო დააორსულა....“, - დაწერა ჟვანიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

გუშინ ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

23 იანვარი, 2021 , 11:20

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრი

საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 892 პაციენტი

23 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 892 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით

“ძაღლის ჭირი თბილისში” – ვეტერინარები მოსახლეობას აფრთხილებენ

22 იანვარი, 2021 , 22:27

დედაქალაქში ძაღლების ჭირით ინფიცირების შემთხვევები განსაკუთრებით მომრავლდა. – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ცნობით, დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, ამიტომ ჭირით ინფიც

ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

22 იანვარი, 2021 , 20:43

თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლზე. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს

22 იანვარი, 2021 , 17:41

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მე-7 მიკრო რაიონში ერთ-ერთ საცხოვ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა

22 იანვარი, 2021 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3044 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ