უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 დეკემბერი, 2018 16:25
font-size

გუშინ სტრასბურგში კიდევ ერთხელ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მერაბიშვილის საპატიმროდან გათავისუფლების ინსტრუქციის მიცემის აუცილებლობა საქართველოს მთავრობისთვის არ არსებობს - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მტკიცებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ეჭვქვეშ არ დაუყენებია შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე დამდგარი განაჩენი.

მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ რეკომენდაცია გაცემული არ არის.

„თუკი გუშინ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტმა ჩვენ მთავრობას დაგვავალა, რომ ვანო მერაბიშვილი უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული, რატომ არის მერაბიშვილი საპატიმროში?

პატიმრობა ორ კონკრეტულ საქმეზე იყო კანონიერი, რადგან სწორედ ამას ასაჩივრებდა მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოში. და ასევე ითქვა, რომ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ერთ ეპიზოდზე, სადაც დადგინდა დარღვევა, ეს არის საკნიდან გაყვანის სავარაუდო ეპიზოდი, გამოძიება არის განახლებული.

გუშინ სტრასბურგში კიდევ ერთხელ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მერაბიშვილის საპატიმროდან გათავისუფლების ინსტრუქციის, დავალების, თუ გნებავთ, რჩევის მიცემის აუცილებლობა საქართველოს მთავრობისთვის არ არსებობს“, -განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არა უგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.

კომიტეტის დასკვნის თანახმად, აღნიშნული საქმე ეხება მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას, ვინაიდან არ არსებობდა ივანე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკმარისად დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მე-18 მუხლის დარღვევას (მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთად), ვინაიდან აღმოჩნდა, რომ წინასწარი პატიმრობა მთავარი პროკურორის მიერ იყო გამოყენებული მერაბიშვილზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა მას ინფორმაცია მიეწოდებინა იმ საკითხებზე, რომელიც კავშირში არ იყო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ივანე მერაბიშვილი შეჯამებულ სასჯელს იხდის, რომელიც 2020 წლის თებერვალში იწურება, რაც რიგი სასჯელების შედეგია იმ დანაშაულებისთვის, რომელიც კავშირში არ არის აღნიშნულ საქმესთან. კომიტეტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ახალი გამოძიება დაიწყო მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტებზე და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს გამოძიება ისე, რომ ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი იყოს, შეძლოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მათი მიცემა; საკმარისად ფართო იყოს, რათა დადგინდეს, ჰქონდათ თუ არა მოვლენებს რამე სახის ზეგავლენა სისხლის სამართალწარმოებაზე და ეს გამოძიება სათანადოდ და სწრაფად დასრულდეს. ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე.

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

23 თებერვალი, 2019 , 12:40

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკამაყოფილა. მოსამართლის თქმით

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

23 თებერვალი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ბ. მუხრანში დააკავეს. როგორც „მედიანიუსს“ შ

თბილისში ქურდობის სამ ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

23 თებერვალი, 2019 , 12:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, ორი პირი – 1980 წელს

ლანჩხუთში მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

22 თებერვალი, 2019 , 21:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველ

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა

22 თებერვალი, 2019 , 15:05

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 2019 წლის 21 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ ორ

გალში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

22 თებერვალი, 2019 , 14:35

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებული დ. შ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკ

ვიდეო გალერეა

მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში