უახლესი ამბები
- 25.01.2021 10:45საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
- 25.01.2021 10:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
- 25.01.2021 10:45„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს
- 25.01.2021 10:25ანონსი - 25.01.21
- 25.01.2021 10:25დღის კალენდარი - 25 იანვარი
არქივი
პოლიტიკა


გუშინ ვნახეთ „ქართული ოცნება“ , რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს, ესაა ყველაზე საგანგაშო გარიგება, რომელიც „ქურდულ სამყაროსთან“ დადეს - გიორგი ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, საჯარო მოხელეები და კრიმინალები საარჩევნო უბნებთან „გვერდი-გვერდ იდგნენ“.
„ტოტალური მოსყიდვის, ძალადობის, დაშინების მიუხედავად, ადამიანების ასეთი რაოდენობა მოვიდა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირა მხარი. დიდი მადლობა, ხალხო, ძალიან მაგრები ხართ. მადლობა იმ შეუპოვარი ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ. „ქართული ოცნების“ მხრიდან რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი ძალადობა გვქონდა - 1. ადამიანების მასობრივი მოსყიდვა, 2. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, 3. ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე პირდაპირი ძალადობა, როცა ადამიანებს აიძულებდნენ, ბიულეტენები ეჩვენებინათ 4. გაყალბება, როგორც პირადობების მოწმობების ასევე ე.წ. კარუსელების ტრიალი საარჩევნო უბნებზე 5. ჩვენ გუშინ ვნახეთ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს, გვერდი-გვერდ იდგნენ საჯარო მოხელეები და კრიმინალები საარჩევნო უბნებთან. ესაა ყველაზე საგანგაშო გარიგება, რომელიც „ქურდულ სამყაროსთან“ დადეს. მიუხედავად ამისა, იქ, სადაც ამ კომპონენტებმა ვერ იმუშავა, ანუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჩვენ მოვიგეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ავღანეთში დამდგარ შედეგზეც და აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება მიუთითებს იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიარაღებული ძალებისთვის მისაღები კანდიდატი არაა.
საკვანძო სიტყვები:

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს
25 იანვარი, 2021 , 10:45

48%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია
23 იანვარი, 2021 , 16:05

გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს -თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია
23 იანვარი, 2021 , 10:50

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის
23 იანვარი, 2021 , 10:50

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
23 იანვარი, 2021 , 10:50