უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


გუშინდელ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესმა თანამდებობის პირმა - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა.
„მან ისაუბრა სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან სხვადასხვა საკითხზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან თავი წარმოაჩინა თავისი პირველი გამოსვლის დროს ჟურნალისტების წინაშე, საზოგადოების წინაშე, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესმა თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას.
მოვისმინე ოპოზიციის შეფასებები და ეს შეფასებები არის ძალიან სამწუხარო, რადგან ისინი უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს. შესაბამისად, განცხადებები, რომლებიც ისმოდა ოპოზიციის მხრიდან გუშინდელი დღის განმავლობაში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას. ეს არის სამწუხარო, თუმცა იმედი მაქვს, ოპოზიცია მომავალში სხვაგვარად შეხვდება პრეზიდენტის გამოსვლებს. პრეზიდენტი აუცილებლად დაინტერესდება ყველაფრით“, - განაცხადა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე - ნათია თურნავა
14 დეკემბერი, 2019 , 14:00

მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი
14 დეკემბერი, 2019 , 12:55

გიორგი გახარიამ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
14 დეკემბერი, 2019 , 12:15

მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია
13 დეკემბერი, 2019 , 18:00
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
13 დეკემბერი, 2019 , 17:10
ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
13 დეკემბერი, 2019 , 16:05