უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 მარტი, 2021 14:55
font-size

გუშინდელ შეხვედრაზე არ თქმულა, რომ პროტესტი არ გაგრძელდება, პროტესტის გარდა ამ ხელისუფლებასთან სხვა ენა არ ჭრის - რომან გოცირიძე

გუშინდელ შეხვედრაზე არ თქმულა, რომ პროტესტი არ გაგრძელდება, ვინაიდან პროტესტის გარდა ამ ხელისუფლებასთან სხვა ენა არ ჭრის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პროტესტი რომ არა, დღეს ციხეში იქნებოდნენ ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავაც, არც ის საარჩევნო სისტემა იქნებოდა სანახევროდ პროპორციული, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გამოიღო სწორედაც რომ საერთაშორისო ზეწოლამ და ადგილზე პროტესტმა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, გამოყენებული იქნება პროტესტის ყველა ფორმა, რათა ქვეყანას ააცილონ ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლა.

„დღევანდელი პიკეტი გაცილებით უფრო დიდი დისკომფორტის შემქმნელია, ვიდრე ათი ათასი კაცი ქუჩაში, რადგან ეს ადამიანები ძალიან სერიოზულ სირცხვილს განიცდიან, როდესაც თავიანთი ახლობლები, ოჯახი უყურებენ, როგორ შედიან სტვენით, საყვირებით, ძახილით, რომ ისინი არიან ერთი ადამიანის მონამორჩილი დეპუტატები. მე ვიყავი აქ ოთხი წელი და ძალიან კარგად ვიცი, რა უქმნით მათ დისკომფორტს. პატრიოტული ლოზუნგებით რომ უყვართ გამოსვლა, ყანწების ტრიალი და სუფრაზე სამშობლოს სიყვარულის ფიცი, ეს ადამიანები ახლა ტელევიზორში რომ უყურებენ, როგორ შედიან კურდღლებივით ამ პარლამენტში. იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ ურჩევნიათ, აქ ასი ათასი კაცი იდგეს ქუჩაში. პროტესტის ყველა ფორმა იქნება გამოყენებული, ასეთი პიკეტები, დიდი აქციები, რეგიონებში გამოსვლა, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, ხალხთან მუშაობა, კაბინეტებშიც და ქუჩაშიც, ყველა ფორმა იქნება გამოყენებული, რათა ქვეყანა ავაცილოთ ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლას“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, „ხელისუფლებას ზეწოლის გარდა სხვა ენა არ ესმის“.

„ეს არის გზა, რომელიც არის ქვეყნისთვის უკეთესი, ვინაიდან სწორედ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ზეწოლა. ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, გუშინ ევროკავშირიდან, ნახევარი დახმარება ამ ხუთი მილიარდიდან ევროკავშირიდან შემოვიდა, მათ შორის გრანტები. ეს ფული რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩვენი ფინანსები ჩამოშლილი იქნებოდა, ლარი არ გვექნებოდა, პენსიებს ვერ დაარიგებდნენ. როდესაც რეგიონში სახელმწიფოს ასეთ უმნიშვნელოვანეს დახმარებას უცხადებს ამერიკა და ევროპა პანდემიის პერიოდში, არავინ მისცემს უფლებას ოლიგარქსა და მის დამქაშებს, ქვეყანა თავისი ჭკუით მართონ და არჩევნები მიითვისონ. ამიტომ, ზეწოლის გარეშე სხვა ენა არ ესმის ამ ხელისუფლებას, რა ენაც ესმის, იმ ენით ვლაპარაკობთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

წყარო

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი

12 აპრილი, 2021 , 17:40

რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე

12 აპრილი, 2021 , 17:15

საქართველოში ჯერ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით ლუგარ

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი, 2021 , 16:35

დღეს ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება საკომიტეტო მოსმენები, ეს ის თემებია, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს ყველაზე მეტად. სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რ

მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი

12 აპრილი, 2021 , 15:30

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. "ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი, 2021 , 15:30

უკრაინასთან დაკავშირებულ კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხად

„გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს

12 აპრილი, 2021 , 12:25

„გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. პარტიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები 7 პუნქტისგან შედგება. „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზო