უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივნისი, 2021 15:05
font-size

გუშინდელი ჩემი განცხადება ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ - მამუკა ხაზარაძე

გუშინდელი ჩემი განცხადება ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ, არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„აქ შემოსული ვარ მხოლოდ ერთი რამის გამო და დარწმუნებული ვარ, თქვენ რიგებში ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე, რომ ეს ქვეყანა ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. მე არ დაგიწყებთ იმის ახსნას, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტალურ საკითხს, რასაც ჯანსაღი, სამართლიანი, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე სასამართლო ჰქვია. ჩვენ დღეს არც დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, არც სამართლიანი და ეს მოსამართლეები და სასამართლო თქვენ, ისევე როგორც პროკურატურა, უმეტესი ნაწილი, ყველას არ ვეხები, გადმობარებული გყავთ წინა ხელისუფლებიდან, „ნაციონალური მოძრაობიდან“. ეს არის ფაქტი და იმიტომ დაერქვა ამ მოვლენას კლანი სასამართლოში. იმიტომ ჩამოვიდა შარლ მიშელი, რომ ეს კლანობა, ეს ერთპარტიული მართლმსაჯულება დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ერთი კაცის მმართველობა და მართვა სასამართლოსი, პროკურატურის, დამთავრდეს ამ ქვეყანაში, ამას მოვაწერეთ ხელი. გუშინ გავაკეთე განცხადება, ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ. არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ ამ დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია. გავაკეთებთ ყველაფერს, კანონის ფარგლებში, ბუნებრივია, რომ გავაკეთოთ სრული ლუსტრაცია იმისა, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ორ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ან კლანის მიმართ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი თქვენთან შიგნით არის ანგარიშვალდებული, ანუ დადებულია ისეთი გარიგებები, როცა კლანი, სასამართლო, ე.წ მოსამართლეები მართავენ აქ პოლიტიკურ ჯგუფს „ქართულ ოცნებაში“, ან თუ თქვენ ამ დოკუმენტს ეწინააღმდეგებით, რომელიც არის ჩვენკენ მომართული ხელი ევროპისგან, ბოლო შანსი ნდობის, რომ ვართ ქვეყანა, გვაქვს სახელმწიფო, პასუხისმგებლობა, შეგვიძლია, რაღაცა გავაკეთოთ და რაღაც სიტყვას ფასი დავადოთ, ან თქვენ ამ დოკუმენტს უკეთებთ ობსტრუქციას, რადგან ატარებთ ჩვენი მტრის ინტერესს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. მეტი ვარიანტი, ამის ახსნის, არ არსებობს. როგორ შეიძლება, დავიჯერო, რომ თქვენ, რომლებიც ცხრა წელია, მმართველობაში ხართ და ცხრა წელი გვახსენებთ წინა ცხრა წელს, რომლებიც თავისი უზარმაზარი ცოდვებით წავიდნენ და იმიტომ მოხვედით თქვენ, დაგიჭირეთ მხარი მეც და ჩემმა თანაგუნდელებმაც თავის დროზე, რომ ის დამთავრებულიყო. როგორ დავიჯერო, რომ ცხრა წლის განმავლობაში, თქვენ ახლა ორი თვე არ გაქვთ იმისთვის, რომ ახალი კანონი მივიღოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი