უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

16 მარტი, 2019 15:15
font-size

გუშინდელი შემოსვლა რუსების უკან დაბრუნებით დასრულდა და მადლობა ამისთვის ხელისუფლებას - დავით ქაცარავა

რუსების ყოფნა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირდა. გუშინდელი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით, ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტივისტმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან განუცხადა.

ის სოფელ ხურვალეთში არ იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებსა და აქტივისტებს სამართალდამცავებმა საოკუპაციო ზოლის სიახლოვე დაათვალიერებინეს.

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, სადამკვირვებლო ჯგუფი შევიდა ხურვალეთში და ნახეს რა მდგომარეობა იყო ადგილზე.

„პირველი, რაც იყო უცნაური რომ ბაღების 80% იყო გაწმენდილი. ტერიტორიის დასუფთავება მოხდა გუშინ, თუმცა ვის მიერ უცნობია. მეორე – დაფიქსირდა ორი სამხედრო „პიკაპის“ გადაადგილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ასევე დაფიქსირდა საინჟინრო მანქანის გადაადგილება. ამ ეტაპზე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსების ყოფნა არ დაფიქსირდა. გუშინდელი შემოსვლა რუსების უკან დაბრუნებით დასრულდა და მადლობა ამისთვის ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ბერკეტი გამოიყენა ამისთვის. თუმცა რუსების განაცხადი იქნება კიდევ მცდელობა და ვფიქრობ, ამზადებენ პლაცდარმს, რომ შემდეგ მოახდინონ ამ ბაღების ბორდერიზაციის. ეს არის ჩემი სუბიექტური შეფასება“, – განაცხადა ქაცარავამ.

მისივე თქმით, ხურვალეთში მოსახლეობა სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არის, მათზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„მოვითხოვთ, სოფელ ხურვალეთში 24-საათიან რეჟიმში იყოს პატრულირება. ჩვენ ვეყრდნობით ლუდა სალიას და იმ მოსახლის განცხადებას, რომელმაც არ ისურვა სახელის გამჟღავნება. ჩვენ გავავრცელეთ ლუდას მოწოდებული ინფორმაცია. ასეთი აჟიოტაჟი ვიღაცის სიზმარზე და განცხადებაზე ვერ ატყდებოდა“, – აცხადებს დავით ქაცარავა.

სოციალურ ქსელში ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი საქართველოს მოქალაქეებს მემკვიდრეობის უფლებას ართმევს

10 აპრილი, 2019 , 16:20

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც საქართველოს მოაქალაქეების ნაწილს მემკვიდრეობის უფლებებს უზღუდავს. ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში შედის, ინიციატორი კი ე.წ. პარლამენტის წევ

გიორგი გახარია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

30 მარტი, 2019 , 14:03

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის რეგიონში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, მათ შორის, ხურვალეთსა და ძუკუთაში მოადგილეებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას და თანამშრომლებს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას შ

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული

28 მარტი, 2019 , 10:15

2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშ

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შვიდი მოქალაქის ნეშტი მათ ოჯახებს გადაეცა

26 მარტი, 2019 , 15:06

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შვიდი მოქალაქის ნეშტი მათ ოჯახებს გადაეცა. მათ სამარხებს წითელმა ჯვარმა 2017 წლის ოქტომბერში მიაკვლია, გახსნა და გადმოსვენების პროცედურა დაიწყო. პროცესში ჩართული იყო სახელმწ

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

23 მარტი, 2019 , 13:02

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია გაეროს ადამიანის უ

ჩვენ წავალთ აქედან მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით იმაში, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები - დავით ქაცარავა

16 მარტი, 2019 , 10:45

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან ერთად სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე დღეს 12:00 საათისთვის შევლენ. ქაცარავამ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, ტერიტორიას მ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019