უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ივნისი, 2018 17:15
font-size

გუშინწინ მქონდა ძალიან მძიმე გადაცემა ხორავას ქუჩის მკვლელობაზე და დღეს უცებ დაარეკინეს ფსიქიატრიულიდან ამ მანიაკს - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, კაცი, რომელიც მას კარის შემომტრევით ემუქრებოდა და უთვალთვალებდა და ამის გამო დააკავეს, კვლავ დაუკავშირდა ფსიქიატრიული საავადმყოფოდან. გრიგოლიამ პროკურატურა იმაში დაადანაშაულა, რომ უწყებამ შეგნებულად არ შეზღუდა ამ პირისთვის ზარების განხორციელების უფლება მასზე ზეწოლის მოსახდენად.

აღნიშნული ზარი ჟურნალისტმა რამდენიმე დღის წინ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მომზადებულ გადაცემას დაუკავშირა.

„მოგიყვეთ, როგორ მიცავს ჩემი სახელმწიფო? მას მერე,რაც ამდენი ტანჯვა გავიარე,რომ მოძალადე მანიაკი დაეკავებინათ,რომელიც სახლის კარის შემომტვრევით მემუქრებოდა. დღეს ამ კაცმა ღია ნომრიდან ისევ დამირეკა!!!!!!!!! აი,ამ ნომრიდან დამირეკა,რომელიც დევს სტატუსის ქვეშ, ფსიქიატრიულის ვიღაც თანამშრომლის ნომრიდან. როდესაც ადვოკატმა დარეკა პროკურატურაში ამ ამბის გასაპროტესტებლად, პროკურატურამ უთხრა, რომ თურმე ამდენი ხანი არ გადაუგზავნიათ დადგენილება თუ მოთხოვნა,რომ მოძალადეს ზარების უფლება ჰქონოდა შეზღუდული. დავიჯერო, დაავიწყდა პროკურატურას ამ ზარების უფლების ოფიციალურად შეზღუდვა??? არ მჯერა. უნდოდათ და არ გადააგზავნეს, უნდოდათ ჩემზე ზემოქმედებისთვის და არ შეუზღუდეს მოძალადეს მსხვერპლთან ზარების უფლება. აი, ასე მიცავს სახელმწიფო. არცერთი წამით აღარ მჯერა, რომ ეს კაცი შემთხვევით გადამეკიდა. გუშინწინ მქონდა ძალიან მძიმე გადაცემა ხორავას ქუჩის მკვლელობაზე, პროკურატურის მძაფრი კრიტიკით და დღეს უცებ დაარეკინეს ფსიქიატრიულიდან ამ მანიაკს და დღეს პროკურატურა ამბობს,რომ თურმე აქამდე ზარების შეზღუდვა არ აუკრძალავთ მანიაკისთვის. ზუსტად ასევე საეჭვოდ დაემთხვა,როცა ხორავას საქმეზე ქალაქის პროკურორი მყავდა პირდაპირ ეთერში და მძიმე ინტერვიუ მქონდა ბავშვების მკვლელობის გამოძიებაზე, ამ ინტერვიუდან მეორე დღეს პროკურატურის მოთხოვნით მომიწყეს ის ცნობილი ცირკი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში((((((((( დღეიდან არცერთი წამით აღარ მჯერა,რომ ეს მანიაკი მოგზავნილი არაა ჩემზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის. ახლა დავწერ პირდაპირ-თუ მოხდება ისე, რომ ამ მანიაკის წყალობით რამე მომივა, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს. კადრებით შანტაჟის თემა,იმ ეტაპზე მოვიგეთ და ამასაც მოვიგებ. ჩემი იარაღია სიტყვა, ხოდა სიტყვით ვიბრძოლებ. ქალებზე ძალადობას ებრძვიან არა ის.....ზღაპრები მოუყვნენ მათ,ვისაც ამ ზღაპრების სჯერა. მადლობა ყურადღებისთვის!“, - დაწერა გრიგოლიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, 2018 წლის მაისში გრიგოლიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ უცნობი მამაკაცი მას უთვალთვალებდა, ურეკავდა, არარსებული საერთო ქალიშვილის შესახებ ეუბნებოდა და სახლის კარის შემომტვრებით ემუქრებოდა. ჟურნალისტმა მიმართა შსს-ს დაცვის მოთხოვნით. მაშინდელ პოსტში გრიგოლიამ აღნიშნა, რომ აქამდეც მიმართა სამართალდამცავ უწყებას, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, რის გამოც წლებია ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მისი ინფორმაციით, ეს მამაკაცი 2011 წლიდან უკავშირდება, ხოლო სიტუაცია მაშინ გართულდა, როცა ამ პირმა 2013 წლის ამნისტიის შედეგად ციხე დატოვა.

მაისში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ შსს-მ ის მამაკაცი დააკავა ადევნებისა და მუქარის ბრალდებით.

საკვანძო სიტყვები:

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მო

ირლანდიაში ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

2018 წლის 16 ნოემბერს, დუბლინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში - ევროპის სახლში (Europe House) გაიმართა ყოველწლიური სემინარი „საქართ

დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ - დავით სერგეენკო

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცი

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუ

ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენის სფეროში - ლევან დავითაშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „თანამშრომლობა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით" მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას,

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია ,,საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უკვე მესამე კვირაა, ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან შეხვედრა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`