უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 აპრილი, 2020 14:45
font-size

გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა - გიორგი გახარია

ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს წარსული და ის ერთიანობის განცდა, რამაც საქართველო 1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის 9 აპრილამდე მიიყვანა.

„მე მესმის, რომ დღეს ჩვენთვის ყველასთვის, ყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი გადის COVID 19-თან ბრძოლის ნაწილში, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ისტორიაც. 31 წლის წინ, 9 აპრილს, 1989 წელს, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული, ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა, უდიდესი იმედიც და ეს იმედი განხორციელდა.

ყველას კარგად გვახსოვს უკვე ახალ 9 აპრილს, 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლეს ისტორიაში.

ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული.

მე მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული მათგანის მიმართ, ასევე თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, უკვე ახალ ბრძოლაში, სხვა ბრძოლაში მოვუწოდო - გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 მაისი, 2020 , 11:00

26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის, საქართველოში კო

მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 16:34

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ე

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

30 მაისი, 2020 , 16:15

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფეს

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაისი, 2020 , 15:41

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 15:00

გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

30 მაისი, 2020 , 14:47

დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარ