უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 თებერვალი, 2018 14:10
font-size

გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომ განვაახლოთ თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობა - მამუკა ბახტაძე

გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომ განვაახლოთ თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იმ ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას თბილისში ააშენებს.

„ეს პროექტი ეხება ვაგონთმშენებლობას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები და ქალაქის მერია ამასთან დაკავშირებით უფრო სრულფასოვან ინფორმაციას მოგაწვდით. ბუნებრივია, ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება, რომ ასეთი ცნობილი კომპანიის უმაღლესი ევროპული სტანდარტის მოძრავი შემადგენლობა იქნება ჩვენს მეტროპოლიტენში. კომპანიამ გააკეთა განაცხადი თავის პარტნიორებთან ერთად, რომ მას აქვს სურვილი საქართველოში დაიწყოს წარმოება. ბუნებრივია, ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებულები, რომ ასეთი მსხვილი ბრენდი შემოვიდეს ამ სექტორში. რაც შეეხება იმას, თუ სად აშენდება საწარმო, რა ვადებია, ამის შესახებ, როდესაც საბოლოო დოკუმენტს მოწერება ხელი, უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემთ,” - განაცხადა ბახტაძემ.

ცნობისათვის, მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" (Stadler Rail AG) ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას თბილისში ააშენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ, კომპანია STADLER - ის პრეზიდენტი, პიტერ შპულერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და რეგიონალური შვილობილი კომპანიის მშენებლობის, ასევე, მოძრავი შემადგენლობების წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.

ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით, როგორც ”საქართველოს რკინიგზას”, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს.

ნინო ექვთიმიშვილი

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აუცილებელია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვნად ასათვისებლად - მამუკა ბახტაძე

18 ივნისი, 2018 , 16:15

საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებისთვის აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამ

დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია - ცოტნე ყავლაშვილი

16 ივნისი, 2018 , 15:15

დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 6 თვის მდგომარეობთ ჩვენ გავალთ შარშანდელ წლიურ მაჩვენებელზე, რაც მნიშვნელოვანი პოზიტ

საბროკერო კომპანიებისთვის ეროვნულმა ბანკმა დამატებითი რეგულაციები დააწესა

16 ივნისი, 2018 , 14:35

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიებისთვის ეროვნულმა ბანკმა დამატებითი რეგულაციები შემოიღო. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. როგორც ბ

ძიანგსის პროვინცია საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ხდება - დავით საგანელიძე

16 ივნისი, 2018 , 13:15

საჰაერო მიმოსვლა, ტექსტილის ბიზნესი და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. ეს არის ერთობლივი პროექტები, რომლებიც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აჭარაში ვიზიტით მყოფ ძიანგსის პროვ

გასულ თვეში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 130.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

16 ივნისი, 2018 , 11:25

2018 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 130.4 მლნ აშშ დოლარი, 320.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.0 პროცენტით (15.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველ

ENPARD და საქართველოს მთავრობამ ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო

16 ივნისი, 2018 , 11:25

ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ, სოფლის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის ფარგლებში, ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე