უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

1 ნოემბერი, 2016 13:05
font-size

გვაქvს ინფორმაცია, რომ აჰმედ იმამკულიევის წინააღმდეგ იყოს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება- სერგო რატიანი

ნაციონალური მოძრაობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, პარტიის მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილ კანდიდატზე აჰმედ იმამკულიევზე ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება იგეგმება.

როგორც რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა, იმამკულიევის წინააღმდეგ არჩევნების დასრულების შემდეგაც მიმდინარეობს კამპანია, რომელსაც ხელისუფლება ეწევა.

მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლება იმამკულიევს საფრთხედ აღიქვამს, რადგან ის ახალი თაობის ლიდერია და თვითმმართველობის არჩევნებზე მასში კონკურენტს ხედავს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ იმამკულიევის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში ნაციონლაური მოძრაობის ის წევრები ჩაერთნენ, რომლებიც მარნეულის საკრებულოში პარტიის სახელით გავიდნენ.

„უნდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება. პირველ რიგში, ჩვენ მივიღებთ ადექვატურ გადაწყვეტილებებს, ისინი ნაციონალური მოძრაობის სახელით ვერ ილაპარაკებენ და მათი ადგილი ნაციონლაურ მოძრაობაში არ არის. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ ვიცით და გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ შესაძლებელია აჰმედ იმამკულიევის წინააღმდეგ იყოს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება. ამიტომ, ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ეს პასუხისმგებლობა სწორედ მათზე იქნება“,-აღნიშნა რატიანმა.

მონიკა დავლიანიძე

ვართ დაინტერესებული მაქსიმალურად გამოიძიონ ეს საქმე - ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

26 სექტემბერი, 2018 , 11:00

რანაირად არის ეს ჩვენთვის მძიმე სკანდალი – ოქუაშვილი ელაპარაკება ვიღაცებს, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს, რომელთაგან არც ერთს არ აქვს შეხება “ქართულ ოცნებასთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარ

,,იბერიასა“ და ,,ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ ხდება მიზანმიმართული ზიანის და მავნებლობის მიყენება - ნატო ჩხეიძე

25 სექტემბერი, 2018 , 16:30

ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ,,ომეგასთვის“ ზიანის მიყენება მიზანმიმართულად, გეგმის მიხედვით ხორციელდება. დეპუტატი უნდობლობას უცხადებს საგამოძიებო უწყებებს და ამბობს, რომ ამ ხელ

ეს განცხადებები არის დამაზიანებელი ჩვენნაირი ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის, რომელიც ნელ-ნელა ემშვიდობებოდა კორუფციულ წარსულს - ანა დოლიძე

25 სექტემბერი, 2018 , 14:00

,,ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ შესაძო კორუფციასთან დაკავშრებით არსებულ კითხვებს პასუხები

ბიზნესი დარეკეტებულია და დაშინებული - რომან გოცირიძე

25 სექტემბერი, 2018 , 12:20

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე თამბაქოსა და ნავთობპროდუქტების ბიზნესის მხრიდან მმართველი პარტიის დაფინანსებაზე, ე.წ. შავ ფულსა და კორიფციაზე საუბრობს:  "არაერთხელ დაგვიცავს სიგარეტ

ჩვენს ინტერესებშია, რომ მოხდეს საკითხის შესწავლა და ყველაფერს მოეფინოს ნათელი - პარლამენტის თავმჯდომარე

24 სექტემბერი, 2018 , 17:32

ჩვენს ინტერესებშია, რომ მოხდეს საკითხის შესწავლა და ყველაფერს მოეფინოს ნათელი, - განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე "ომეგას" საქმეზე საუბრისას გააკეთა.. "კარგად გვახსოვს, თუ ვისი სტილია ის.

`საქართველოში კორუფცია იზრდება` - ოლეგ ოსინოვსკი

24 სექტემბერი, 2018 , 17:25

ესტონელი ბიზნესმენის, ოლეგ ოსინოვსკის შეფასებით საქართველოში კორუფციის პრობლემა კვლავ აქტუალური ხდება. როგორც ოსინოვსკიმ bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, 10 წლის წინ ანუ მაშინ, როდესაც იგი საქართველოში საინვესტიცი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`