უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

5 მარტი, 2018 12:10
font-size

გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან გაძლიერდა ზეწოლა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე- ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წილკანში ჩავიდა, სადაც ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილისა და ერთ-ერთი დაკავებულის, იოსებ პავლიაშვილის ოჯახებს შეხვდა.

როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაღუპულის ოჯახი ცხედრის გადმოსვენების ვადებთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადებების შემდეგ დაიმედებულია.

“მათთვის დღეს ყველაზე მთავარი ცხედრის დროული გადმოცემაა. ყველა სხვა დანარჩენზე ისინი არ საუბრობენ. მთავარია, რომ ოჯახმა მიიღოს ცხედარი და სხვა ტიპის განცხადებებს ისინი ერიდებიან, რადგან არ სურთ, რაიმე გამწვავდეს მოლაპარაკებების განმავლობაში”,- აცხადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმითვე, ოჯახს ხელისუფლების მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს.
“მე დავუსვი ეს შეკითხვები, ისინი კმაყოფილები არიან ყურადღებით და ამბობენ, რომ ამ ვითარებაში, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს, კეთდება და მთავარი ახლა არის, რომ მოლაპარაკებებს ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით ხელი არ შეეშალოს”,- ამბობს ნინო ლომჯარია.

ამასთან, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ომბუდსმენის ოფისისთვის ფაქტის შემდეგ კონტაქტი ოკუპირებულ რეგიონთან გართულდა.

“კონტაქტი არის მაქსიმალურად შეზღუდული და თუნდაც, თუკი სხვა შემთხვევების დროს უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებდით, ახლა უფრო მეტად გაჭირდა ინფორმაციის მიღება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან გაძლიერდა ზეწოლა იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე, ფაქტობრივად ყოველ წუთას ხდება მათი შეჩერება, ჩხრეკა, გადაყვანა და ეს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირდება. საზოგადოებას ეშინია გარკვეული პროვოკაციების, აქედან გამომდინარე გართულებულია ინფორმაციის მიღებაც”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება - ქეთევან ციხელაშვილი

19 თებერვალი, 2020 , 14:35

"დიდი ხანია ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება", - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკ

ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

19 თებერვალი, 2020 , 12:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტო

საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა - სუს-ი

15 თებერვალი, 2020 , 12:40

ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცე

ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება

14 თებერვალი, 2020 , 13:15

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება.   საოკუპაციო ძალების პოლიტიკა სულ უფრო ა

თბილისსა და ცხინვალში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა - ტოივო კლაარი

13 თებერვალი, 2020 , 10:56

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის ინფორმაციით, ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელი თანათავმჯდომარეების მონაწილეობით თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბა მონაწილეობას არ მიიღებს

12 თებერვალი, 2020 , 16:55

ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტისთვის დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბა მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსულ მედიას განუცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`