უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 სექტემბერი, 2020 12:40
font-size

გვაქვს მკვეთრად განსაზღვრული აღმშენებლობის სტრატეგია და რაც არ უნდა თქვას ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელმა, ამ სტრატეგიის გენერალური ხაზისგან გადახვევას არ ვაპირებთ - პაატა მანჯგალაძე

ჩვენი პოლიტიკის ფილოსოფია მარტივია, უარს ვამბობთ ქართულ პილიტიკაში დამკვიდრებულ ერთმანეთის ჩაძირვის, ერთმანეთის ლანძღვა- გინების კამპანიაში მონაწილეობაზე, - ასე აფასებს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი.

როგორც პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, პარტიას მკვეთრად განსაზღვრული სტრატეგია აქვს და ამ ხაზის გადაკვეთას არ აპირებენ.

მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოკლევადიანი საარჩევნო პროექტი კი არა არამედ ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიაა.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს მკვეთრად განსაზღვრული აღმშენებლობის სტრატეგია, შესაბამისად, რაც არ უნდა თქვას ნებისმიერმა სხვა პარტიის ლიდერმა ან წარმომადგენელმა, ამ სტრატეგიის გენერალური ხაზისგან გადახვევას არ ვაპირებთ.

ჩვენი პოლიტიკის ფილოსოფია მარტივია, უარს ვამბობთ ქართულ პილიტიკაში დამკვიდრებულ ერთმანეთის ჩაძირვის, ერთმანეთის ლანძღვა- გინების კამპანიაში მონაწილეობაზე, რადგან ზუსტად ვიცით, რომ თუ გვინდა წარმატება, ჩვენი ეროვნული ენერგია, რასაც ერთმანეთის დაპირისპირებაში ვხარჯავთ, აღმშენებლობისა და ერთიანობისკენ მივმართოთ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ არის მოკლევადიანი საარჩევნო პროექტი. ეს არის საქართველოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და დიდი ხნით ვაპირებთ ქართულ პოლიტიკაში ყოფნას. შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღებთ დიდაქტიკურ ტონს იმ პარტიების წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც:

1.თავად მიუძღვით ლომის წვლილი „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში და დღეს ისე აქებენ სააკაშვილს, როგორც წარსულში ივანიშვილს, ან პირიქით, ისე ლანძღავენ ივანიშვილს, როგორც წარსულში სააკაშვილს.
2.ადამიანებისგან, რომლებიც პირადად წარმოადგენენ დარღვეული შეთანხმებებისა და პირობების ნათელ მაგალითს და ურცხვად ცდილობენ ამის სხვისთვის დაბრალებას.
3.ადამიანებისგან, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპი და ყველა არჩევნების წინ იმის მიხედვით იცვლიან პოლიტიკურ აზრსა და განწყობას, რაც უფრო დაეხმარებათ პირადი კომფორტის ზონის მოპოვებაში.

ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია მსგავსი ფსევდო მორალი და მავნე პოლიტიკური კულტურა, სიტყვით და ქმედებით ყოველდღიურად ვემიჯნებით მას“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

არ მივცემთ 21-ე საუკუნის ფეოდალს იმის საშუალებას, რომ ეს ქვეყანა მიიტაცოს - ზაალ უდუმაშვილი

29 ოქტომბერი, 2020 , 18:39

ყველა ვხედავთ, როგორ ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ასე იყო ნაშენები წლების განმავლობაში. ეს იმიტომ, რომ ერთმა კაცმა სახელმწიფოს მიტაცება გადაწყვიტა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილე

კობიაშვილი, სუბარი, ქადაგიშვილი - თუ რომელიმე ვერ მოიგებს, წავალ პოლიტიკიდან - ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია მთავარ არხს გაყალბებული მონაცემების გაშუქებაში ადანაშაულებს. საუბარია იფსოსის კვლევის შედეგებზე, რომელსაც კობახიძე არ ცნობს და მორიგ ტყუილს

მზად ვართ ეკონომიკური, კრიმინოგენული და კორონა კოლაფსიდან ქვეყანა ვიხსნათ - გიორგი ვაშაძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:25

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და მხარდაჭერებს სამომავლო გეგმებსა და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ვაშაძის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის აღმშენ

გიორგი გახარია - არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას

29 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა და ყველა უნდა შევეგუოთ, იმ გამოწვევების პირობებშიც, როგორიც არის პანდემია, ვირუსი, როდესაც ჩვენ კამპანიის ჩატარებაც გვიწევს პირბადეებით, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ და გავია

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს

29 ოქტომბერი, 2020 , 13:45

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს. კობახიძის თქმით, მათ შორის იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმო

მინდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ, ერთად დავიცვათ წესები - გიორგი გახარია

29 ოქტომბერი, 2020 , 10:55

როგორც ყველანი ერთად თვალყურს ვადევნებთ, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით, ეს აშკარაა და სახეზეა ევროპაში. ჩვენთანაც, ქვეყანაში, სამწუხაროდ ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ყველას მოგეხ