უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 თებერვალი, 2017 14:35
font-size

გვარამიასი ხან სჯერათ და ხან - არა, მე მკითხეთ, მჯერა რომ გვარამიამ გააკეთა? - მამუკა ახვლედიანი

გვარამიასი ხან სჯერათ და ხან - არა. როცა ის აცხადებს, რომ მე გავაკეთე ჩანაწერიო, მე მკითხეთ, მჯერა, რომ გვარამიამ გააკეთა? ეს კითხვა არავის გასჩენია? მაშინ ისიც დაიჯერონ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა, რომელიც მასა და ნიკა გვარამიას შორის გამართული საუბრის ფარული აუდიოჩანაწერის საქმეზე თბილისის საქაალქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება.

,,წარმოდგენა არ მქონდა ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ და არც ის საუბრები ყოფილა ჩემთან, რაზეც საუბრობენ. ძალიან ბევრ საკითხზე, რომელზეც იმ ჩანაწერში ვსაუბრობ, ძალიან ბევრ ჟურნალისტთან მისაუბრია და ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ნასაუბრები ამ ქვეყანაში. ამიტომაც ვერ ვიხსენებ ვისთან რა საუბარი იყო და რა მოხდა“, - განაცხადა ახვლედიანმა.

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ აუდიოჩანაწერში საუბრის შინაარსი ჰგავს იმ საუბარს, რომელიც მისი სტუმრობისას ერთ-ერთ ოჯახში შედგა.

„ვიყავით ერთ-ერთ ოჯახში სუფრაზე და მიდიოდა დაახლოებით ორსაათიანი საუბარი. ამ საუბარში მონაწილეობდა სამი პირი და მეოთხე პერიოდულად ესწრებოდა. თუმცა, მე რაც მოვისმინე, ეს არის ძალიან ბევრი საუბრიდან ამონარიდები, შესაძლოა, ეს ერთგან ვთქვი, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ეს იყოს ოთხი-ხუთი საუბრიდან ამონაკრებები. თუ იმ სუფრაზეა ჩანაწერი გაკეთებული, მაშინ ძალიან ბევრ სხვა საკითხზეცაა იქ საუბარი და ის ნაწილი სად წავიდა? ალბათ მონტაჟია, სხვა რა სახელი შეიძლება დავარქვა ამას. იქნებ საერთოდ უშიშროებამ ან მესამე პირმა ჩაწერა ეს საუბარი“, - განაცხადა გამოკითხვაზე.

ნინო ექვთიმიშვილი

ე.წ. ,,ფოტოგრაფების“ საქმეზე სასამართლომ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო

20 ივლისი, 2017 , 18:05

2017 წლის 20 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ე.წ. ,,ფოტოგრაფების“ საქმის განხილვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს

20 ივლისი, 2017 , 17:00

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრ

ფოტოგრაფების საქმეზე დავით დევნოზაშვილი და ალექსანდრე მუხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

20 ივლისი, 2017 , 17:00

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დავით დევნოზაშვილი და ალექსანდრე მუხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსანს დავით დევნოზაშვილ

აფგან მუხთარლის საქმის გამო, სასაზღვრო პოლიციის უფროსი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

20 ივლისი, 2017 , 14:50

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამო, სასაზღვრო პოლიციის უფროსი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს დღევანდელ ბრიფინგზე შს მინისტრ

გია კორკოტაშვილი თათია დოლიძის საქმეზე გამოკითხეს

20 ივლისი, 2017 , 14:20

“ქართველთა მარშის” ერთ-ერთმა ორგანიზარტორმა გია კორკოტაშვილმა დატოვა თბილისის მთავარი სამმართველო, სადაც ის გამოიკითხა. კორკოტაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ გამ

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობაში მსჯავრდებული თამაზ გოგია გამართლდა

20 ივლისი, 2017 , 13:30

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობაში მსჯავრდებული თამაზ გოგია გამართლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს მთ