უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 მაისი, 2019 15:50
font-size

გვერდში დავუდგებით მეტალურგიურ საწარმოებს, გახდნენ უფრო ენერგოეფექტურები - ნათია თურნავა

„მისასალმებელია, რომ „რუსთავის ფოლადი“ გეგმავს საწარმოს მთლიან განახლებას, რომ ის უფრო ენერგოეფექტური გახდეს. ამისთვის იგეგმება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელთა წყალობითაც დაახლოებით 30%-ით შემცირდება ელექტროენერგიის მოხმარება, ჩვენ მათ გვერდში დავუდგებით ამ ამოცანების განხორციელებაში. ეს არის ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე, სამინისტრო ყველანაირად დაეხმარება, გვერდში ამოუდგება და ხელს შეუწყობს ასეთი საწარმოების განვითარებას და გადაიარაღებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს რუსთავში კომპანია „რუსთავის ფოლადის“ მეტალურგიულ ქარხანაში ვიზიტისას.

ქარხანაში ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ „რუსთავის ფოლადი“ ერთ-ერთი უძველესი მეტალურგიული საწარმოა არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. ასევე, როგორც აღინიშნა, საწარმო ახლა განახლების პროცესშია. მინისტრი ქარხნის ხელმძღვანელობას ამ პროცესშიც დაპირდა დახმარებას.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მეტალურგიულ ბიზნესს ყველანაირად დაუდგება გვერდში როგორც საგარეო, ისე შიდა ბაზარზე, მათ შორის უხარისხო ანალოგებისგან დაცვის კუთხით“, - ამბობს ნათია თურნავა.

მინისტრის თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ანდიტემპინგურ კანონმდებლობაზე.

„საწარმოს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, სამართლიანი კონკურენციის პირობების შემოღების კუთხით. ჩვენ ახლა ვამზადებთ და შემოგვაქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რაც არის აბსოლუტურად ცივილიზებული მიდგომა ბაზრის დემპინგური გამოვლინებებისგან დასაცავად, ვფიქრობთ, რომ ეს დიდად წაადგება ბიზნესს, მათ შორის მეტალურგიულ კომპლექსს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რუსთავში ასევე გაეცნო კიდევ ერთი მეტალურგიული ქარხნის „ჯეოსთილის“ საქმიანობას, რომელიც საქართველოში უცხოური ინვესტიცითაა შექმნილი.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

21 მაისი, 2019 , 16:00

თბილისი. მედიანიუსი. 21.05.19. საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა საფრან

უახლოეს მომავალში საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა - მამუკა ბახტაძე

21 მაისი, 2019 , 12:25

უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის - დოლარი - 2.7470 ლარი, ევრო - 3.0643, ფუნტი - 3.4997

20 მაისი, 2019 , 17:53

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7470 ლარი ეღირება, ევრო – 3.0643, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4997 ლარი. დღეს, 20 მაისს ე

როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ორი დაბრკოლებაა, შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო - კრისტინ ლაგარდი

20 მაისი, 2019 , 16:20

როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ორი დაბრკოლებაა, შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში

III და IV კატეგორიის საწარმოებს 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პირველად უწევთ ფინანსური ანგარიშგების შედგენა - „ნექსია თიეი“

18 მაისი, 2019 , 14:35

“ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპანიები ბრუნვის, აქტივებისა და დასაქმებულების რაოდენობის მიხედვით ოთხ კატეგორიად დაიყო, ხოლო 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ფინან

ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა - ნათია თურნავა

18 მაისი, 2019 , 11:25

"ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა. ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ, პირველ რიგში, სიღარიბის დასაძლევად. ამისთვის გვაქვს სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელზც პრემიერ-მინისტრი