უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 იანვარი, 2018 17:45
font-size

გვიჩნდება ეჭვი, რომ შეწყალების უფლების შესახებ მუხლით დევნა ემსახურება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას - გიორგი მარგველაშვილი

ეს დღეებია ვეძებთ და ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე შეიწყალოს ადამიანი სადმე, რომელიმე იურისპრუდენციაში მომხდარიყო კონკრეტულად ამ უფლებიდან გამომდინარე დევნა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით არა ამ საქმეზე ზოგადად, არამედ ამ მუხლზე წარმოებული დევნა, დასვამს სერიოზულ კითხვის ნიშნებს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნულით მიხელ სააკაშვილის მიმართ ე.წ. შეწყალების საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შეწყალების უფლების შესახებ მუხლი ,,არის , პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება და ამ მუხლის საფუძველზე დევნის განხორციელება, თავისთავად იწვევს კითხვის ნიშნებს ქვეყანაში კონსტიტუციური ბალანსის, ხელისუფლების შტოთა მიერ ერთმანეთის გაწონასწორების, სისტემის წინააღმდეგ ხომ არ არის ეს ნაბიჯი გადადგმული.“

,,სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და მაშინდელი ხელისუფლების რეაქცია თავიდანვე იწვევდა ქართული საზოგადოების უაღრეს აღშფოთებას. ეს აღშფოთება თავის დროზე გაიზიარა სტრასბურგის სასამართლომაც. თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანებიდან ზოგიერთი სამწუხაროდ, დაწინაურებულ იქნა, რამაც საზოგადოებაში ბუნებრივად კიდევ ერთხელ გააჩინა უნდობლობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ.

დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ საზოგადოებისათვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის განხილვას, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების. შეწყალების უფლების მუხლის გამოყენების შემდეგ მოხდა პროკურატურის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთებაც, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არის მცდელობა კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციისა და ამ თვალსაზრისით კონსტიტუციურ ბალანსისათვის პრობლემების შექმნის მცდელობა. მე მინდა, ხაზი გავუსვა იმასაც, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით სწორედ კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს ძალიან ბევრ კითხვას და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ იმიჯს.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება კიდევ ერთხელ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას და იმ პრეროგატივების შესუსტებას, რომელიც გააჩნია ძალთა დაბალანსების თვალსაზრისით პრეზიდენტის ინსტიტუტს“, - აცხადებს მარგველაშვილი.

კითხვას, მიიღო თუ არა დღეს სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პრეზიდენტი უკომენტაროდ ტოვებს.

,,ბუნებრივია, კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოსთან დაკავშირებით არ ვაკეთებ კომენტარს“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი