უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 დეკემბერი, 2018 17:05
font-size

გვსურს, ყველას მოვუწოდოთ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადვოკატის როლის და ფუნქციის სწორად გააზრებისკენ - ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმიანება ქალთა მოძრაობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ახლადარჩეულ პრეზიდენტს მოუწოდებენ გადახედოს საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურას.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები წარმოადგენს ადვოკატის კლიენტთან გაიგივების ფაქტს, ეწინააღმდეგება ადვოკატის საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ და საერთაშორისო ინსტრუმენტებს და მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებისათვის.

,,უპირველესად აღვნიშნავთ, რომ ადვოკატთა ასოციაცია განუხრელად ემხრობა ქალთა და გოგონათა უფლებრივი თანასწორობის იდეას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში - იქნება ეს, შესაბამისი საგანმანათლებლო ღონისძიებები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით პრობონო პროექტები თუ სხვა - თავისი წვლილი შეაქვს აღნიშნული იდეის პრაქტიკულ განხორციელებაში.

ამასთან, ადვოკატის მიმართ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ადვოკატის სპეციფიკური როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში. კერძოდ, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით...ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება გარანტირებულია კანონით.“ ამასთან, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დაცვის უფლების განხორციელებისას, ადვოკატი ვალდებულია დაიცვას კლიენტის უფლებები და ინტერესები და ამ პროცესში გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით.

ხაზგასასმელია, რომ კლიენტის ინტერესების დაცვის პროცესში ადვოკატის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაცვის ისეთი სტრატეგია, რომელიც შესაძლოა არ გამოხატავდეს ადვოკატის პირად მოსაზრებებსა თუ შეხედულებებს და მიმართული იყოს მხოლოდ დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისკენ.

იგივე პრინციპები განმტკიცებულია იურიდიული პროფესიის მარეგულირებელ საერთაშორისო მექანიზმებშიც. კერძოდ, ადვოკატის როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების 18-ე მუხლის თანახმად: „ადვოკატები, თავიანთი ფუნქციების შესრულების გამო, არ უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული მათ კლიენტებთან ან მათი კლიენტების ქმედებასთან“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები წარმოადგენს ადვოკატის კლიენტთან გაიგივების ფაქტს, ეწინააღმდეგება ადვოკატის საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ და საერთაშორისო ინსტრუმენტებს და მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებისათვის. ამასთან, ადვოკატ გაბუნიას მიმართ გაკეთებული ნეგატიური განცხადებები ეწინააღმდეგება სასამართლო სიტყვის თავისუფლების აღიარებულ პრინციპს.

აქვე გვსურს, ყველას მოვუწოდოთ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადვოკატის როლის და ფუნქციის სწორად გააზრებისკენ და ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ, რომელიც ზიანს მიაყენებს საადვოკატო საქმიანობის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და შესაბამისად, დააზიანებს მართლმსაჯულების ხარისხიანად განხორციელების პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასზე მეტი სკოლა და ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშეა დარჩენილი - გიგი უგულავა

23 იანვარი, 2019 , 13:31

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონებში ასზე მეტი სკოლა და ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშეა დარჩენილი. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ 29 აგვისტოს

დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 100-მდე ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებას შეძლებს

23 იანვარი, 2019 , 13:29

დედაქალაქის მერია ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ, დამატებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 100-მდე ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებას შეძლებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინვესტორებისთვის საკონკურსო პირობა განთავსდება

23 იანვარი, 2019 , 13:01

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, მერიის ვებგვერდზე, დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში, მე-12 და 25-ე კორპუსების მიმდებარედ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ორ

უკვე ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა, რომელიც არის უგულავას მერობის დროინდელი - კახა კალაძე

23 იანვარი, 2019 , 12:42

კორუმპირებული გიგი უგულავა არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „2013 წელს გიგი უგულავამ გამოსცა სპეციალ

„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს

23 იანვარი, 2019 , 12:21

კომპანი „სილქნეტი“ განახლებულ პაკეტირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  „მედიანიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნ

პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

23 იანვარი, 2019 , 10:50

პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N6 განკარგულე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`