უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 სექტემბერი, 2017 13:30
font-size

გვსურს, საქართველო მივიტანოთ მათთან ახლოს და გავაგებინოთ, რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის - მიხეილ ჯანელიძე

14 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ბოსტონის ბიზნეს-დელეგაციასთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართულ ბაზარზე უცხოური კომპანიების აქტიური შემოსვლისა და ქართული კომპანიებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული ფუნქციონირების ხელშეწყობის შესაძლებლობები, რაც ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოსტონელ ბიზნესმენებს გააცნო საგარეო საქმეთა სამინსიტროს ჩართულობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ხელშეწყობაში, ასევე რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პროცესში.

მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკურ დიპლომატია ემსახურება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანებს, რაც ქვეყნის განვითარების შედეგებს ხელმისაწვდომს გახდის მოსახლეობის ყველა ფენისთვის.

ბიზნეს-დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა, ჯარედ გუტრიმ, დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული ვიზიტი და აღნიშნა, რომ დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ოთხ ძირითად სფეროზე იყო ფოკუსირებული - როგორებიცაა ენერგეტიკა, ჯანდაცვა, აგრობიზნესი, მრეწველობა, ასევე ლოგისტიკა და ტრანსპორტი. ბიზნეს-დელეგაციის ხელმღვანელმა ხაზი გაუსვა აღნიშნულ ურთიერთდაკავშირებულ სფეროებში უამრავი სხვადასხვა შესაძლებლობის არსებობას.

„ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვიზიტების განხორციელება მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებს შესაბამისი წარმოდგენა შეექმნათ საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს იგრძნონ, ვინაიდან იქ ბევრი ადამიანი პოტენციური ინვესტორია და ჩვენ გვსურს ისინი საქართველოში ჩამოვიყვანოთ, ასევე საქართველო მივიტანოთ მათთან ახლოს და გავაგებინოთ, რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის.“ - აღნიშნა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა.

ბოსტონის ბიზნეს-დელეგაციამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, სააგენტოებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიმდინარე დღეებში ათამდე ბიზნეს-დელეგაცია ეწვია. სექტემბერის დასასრულს ასევე იგეგმება საქართველოში ისრაელის, სამხრეთ აფრიკის, იტალიის, სერბეთისა, ინდოეთის ბიზნეს დელაგაციების სტუმრობა, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი