უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 აგვისტო, 2019 17:37
font-size

გზა ნატოსკენ - ეს არის გზა გლობალური მშვიდობისკენ, ეს არის გზა რეგიონის სტაბილურობის გაძლიერებისკენ - სალომე ზურაბიშვილი

გზა ნატოსკენ - ეს არის გზა გლობალური მშვიდობისკენ, ეს არის გზა რეგიონის სტაბილურობის გაძლიერებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორფოლოს პოლიგონზე, მრავალეროვნული სწავლება “მტკიცე სული - 2019"- ის დასრულებისას განაცხადა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მტკიცე სული ეს არის ის, რაც ქართველ მეომრებს ახასიათებდა საუკუნეების მანძილზე და წლევანდელი სწავლების წარმატებით დასრულებით საქართველო კიდევ უფრო ვუახლოვდებით მიზანს, რომელიც მდგომარეობს მრავალეროვნული სწავლების მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებაში.

“ამ სწავლების მთავარი გზავნილი - „ძალა პარტნიორობაშია“ - მთლიანად შეესაბამება ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ არჩეული გზის ერთგულებას. გზა ნატოსკენ - ეს არის გზა გლობალური მშვიდობისკენ, ეს არის გზა რეგიონის სტაბილურობის გაძლიერებისკენ; გზა უსაფრთხოებისკენ. ამ გზაზე საერთაშორისო პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სოლიდური წვლილის შეტანა შეუძლია ჩვენს რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში.

“საქართველო, თავისი ნაბიჯებით, სამხედრო და პოლიტიკური რეფორმებით, თავისი ეკონომიკური მდგრადობით სულ უფრო სანდო და საიმედო პარტნიორი ხდება. თავდაცვასა და შეიარაღებაზე ზრუნვისას ჩვენ ნატოს სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ: თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, შეიარაღებაზე კი - თავდაცვის ბიუჯეტის 20% იხარჯება. ჩვენ საამაყო ჯარისკაცები გვყავს, რომლებიც როგორც აქ, ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ - სამშვიდობო მისიებში იცავენ მშვიდობას და იმსახურებენ ჩვენი პარტნიორების დიდ პატივისცემას და ნდობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე თვეში საქართველოში დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა, რაც ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის ნათელი გზავნილია”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენი ყოველი ნაბიჯი, რომელიც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება, საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკიდან გამომდინარეობს.

“საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო, ორიენტირებულია მშვიდობის განმტკიცებაზე, კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტასა და სახელმწიფოებრივ განვითარებაზე. ჩვენ ამ კურსიდან არ გადავუხვევთ. ჩვენი გზა - ეს არის გზა, რომელიც თანაბრად სჭირდება საქართველოს და მის საერთაშორისო პარტნიორებს, რამეთუ მშვიდობა და სტაბილურობა, უსაფრთხო გარემო დღეს ძალიან სჭირდება არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. ჩვენთვის, ქართველებისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ამ საქმეში ჩვენი წვლილის შეტანა შეგვიძლია“, -აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი გახარია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემ

მეთიუ ბრაიზაც კი ვერ მალავს საფრთხეებს, რომელიც რასმუსენის იდეის უკან დგას - ნინო ბურჯანაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

მეთიუ ბრაიზა კვლავ აცოცხლებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, რასმუსენის იმ იდეას, რომელიც კვიპროსის მოდელით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს, - ასე პასუხობს “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის"

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაერო-ს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც გაერო-ს მუდმივი კოორდი

შეხვედრა იყო დროული, საჭირო, აქტუალური - დავით ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე

17 ოქტომბერი, 2019 , 16:00

“როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, საჭირო და აქტუალური“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე, გაერ

ჩვენს უკან დგას ქვეყანა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება - დავით ზალკალიანი

17 ოქტომბერი, 2019 , 15:00

“მსურს ჩემი ქვეყნის მოსახლეობისთვის საგარეო უწყება და პირადად მე ვიყო მინისტრი, რომელიც მათ ოჯახებში მოიტანს მშვიდობას და არა შეიარაღებულ კონფრონტაციას, სტაბილურობას და არა ესკალაციის მუდმივ საფრთხეს, გააზრებულ ნაბ

პარლამენტში დღეს დავით ზალკალიანს მოუსმენენ

17 ოქტომბერი, 2019 , 10:30

დღეს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმენენ. „მინისტრის საათი“ ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარუ