უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 მარტი, 2018 11:55
font-size

გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, თანდათანობით აუცილებლად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე - გიორგი კვირიკაშვილი

გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც თანდათანობით აუცილებლად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერი გამოეხმაურა იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც დაფიქსირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით.

,,ძალიან შთამბეჭდავი ზრდა გვქონდა 2017 წელს - ეს გახლავთ 16.2%-იანი ზრდა, ანუ 260 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით.

ძალიან ბევრ სექტორში დაფიქსირდა ზრდა, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ 39-%-იანი ზრდა არის, ანუ 615 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა ინვესტიციების მოცულობამ ეკონომიკის რეალურ სექტორში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ახალი ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურად აისახება წლევანდელ ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე.

ასევე, ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ რეინვესტირების მაჩვენებლის თითქმის 130%-იანი ზრდა გვქონდა, რაც არის მართლაც და უპრეცედენტო მაჩვენებელი და ეს არის პირდაპირი შედეგი მოგების გადასახადის იმ რეფორმისა, რომელიც 2017 წლის პირველ იანვარს დავიწყეთ ჩვენს ქვეყანაში.
სწორედ, მოგების გადასახადის გაუქმება და არამხოლოდ რეინვესტირებული, არამედ გაუნაწილებელი მოგების გათავისუფლებამ მოგების გადასახადისაგან მოგვიტანა ეს ძალიან სახარბიელო შედეგი რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდაში და რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია აუცილებლად აისახება 2018 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში, ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი გაჭირვებული ადამიანი, გვყავს ბევრი სოციალურად დაუცველი, მაგრამ გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თანდათანობით აუცილებლად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე. დამერწმუნეთ, ის დინამიკა და ის ციფრები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აუცილებლად აისახება ჩვენი თითოეული თანამოქალაქის ყოფაზე.

ჩვენ ასევე, სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ბრუნვის გადასახადის რეფორმა მიკრო-ბიზნესებისა და მცირე-ბიზნესებისთვის, ჩვენ ასევე ვამზადებთ შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც განსაკუთრებულად იქნება ფოკუსირებული მცირე და საშუალო საწარმოებზე, სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტების შექმნაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად აისახება მცირე ბიზნესზე, მოსახლეობის იმ ფენაზე, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს და რომლისკენაც ყველაზე მეტად არის საჭირო სახელმწიფო რესურსის მიმართვა იმისათვის, რომ მეწარმეობა წავახალისოთ, მცირე ბიზნესის სეგმენტში. ასე რომ, მგონია, რომ ეს ნაბიჯები ძალიან სერიოზულ შედეგს მოიტანს და 2018 წლის მაჩვენებლებიც იქნება ასეთივე პოზიტიური“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი