უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ივლისი, 2020 15:00
font-size

გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში - სალომე სამადაშვილი

"გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში,"- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს.

სალომე სამადაშვილის თქმით, უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი, წინააღმდეგ შემთხევევაში, შედეგი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვისაც იქნება ძალიან მძიმე.

"პირდაპირ არის საუბარი, რომ დღეს შეშფოთებას იწვევს ოლიგარქიული არაფორმალური გავლენა ქვეყნის მართვაზე, ზეწოლა ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მედიაზე. გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში: ჩატარდეს თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, უნდა მოიხსნას ზეწოლა მედიაზე და ოპოზიციაზე. შესაბამისად, უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი. წინააღმდეგ შემთხევვაში, შედეგი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვისაც იქნება ძალიან მძიმე. ეს არის ის გზავნილი, რაც დამარცვლით დაიწერა ვაშინგტონში “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის გასაგონად,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტის ანგარიში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტებას მოიცავს.

კერძოდ, დოკუმენტში დამატებულია რამდენიმე პუნქტი, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარების ნაწილი შეუჩერდეს. წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტი საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს დღეს განიხილავს.

გვესმის მუდმივი ბრძოლა წარსულთან და წარსულის გამოყენება, რომ ადამიანებმა უკეთესი ცხოვრება არ მოითხოვონ მომავალში - დავით ბაქრაძე

10 აგვისტო, 2020 , 17:35

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აშინებს ადამიანებს წარსულით, რომ არ მოითხოვონ უკეთესი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნახევარი მთავრობა დაკავებული იყო არა სახელმწიფო საქმიანობით, არამედ მოქმედებდნენ როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები - ნინო ბურჯანაძე

10 აგვისტო, 2020 , 17:20

„არჩევნები უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ნათლად გამოჩნდა თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ხარჯების, ბიუჯეტის და თანამდებობის პირების ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის გამოყ

საარჩევნო კამპანია იქნება მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებასა და ახალი საქმეების დაწყებაზე - გიორგი გახარია

10 აგვისტო, 2020 , 16:15

საარჩევნო კამპანია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებაზე და ახალი საქმეების დაწყებაზე, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების

კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს

10 აგვისტო, 2020 , 12:50

მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი

გადავწყვიტე, „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში - ზურაბ ჯაფარიძე

10 აგვისტო, 2020 , 10:37

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს, – ამის შესახებ „გირჩის„ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. „რამდენიმე კვირის წინ „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება

ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა - დავით ბაქრაძე

8 აგვისტო, 2020 , 15:10

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება . „ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე