უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
არქივი
საზოგადოება
ჰაერის დაბინძურების დონე ქვეყანაში პირდაპირ კავშირშია სიმსივნის გავრცელებასთან - ეკატერინე ლალიაშვილი
"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ლალიაშვილი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკატერინე ლალიაშვილის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ავტომობილები, რომლებსაც არ აქვთ ტექნიკური დათვალიერება გავლილი.
ამის შესახებ ლალიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარება ავტომანქანების ტექ-დათვალიერებით იქნება შესაძლებელი.
ლალიაშვილი ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო სექტორთან შეხვედრას ითხოვს.
„აუცილებელია საგზაო რეგულაციების კანონი დროულად ამოქმედდეს. ჰაერის დაბინძურების დონე ქვეყანაში პირდაპირ კავშირშია სიმსივნის გავრცელებასთან, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები და გამოვასწოროთ ჰაერის ხარისხი. მძღოლებისთვის ის კრიტერიუმები, რომელიც უნდა იყოს წარდგენილი ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. აუცილებელია, ყველა ავტომანქანამ გაიაროს ტექდათვალიერება, ჩვენი ავტოპარკის 90% არის 10 წელს გადაცილებული, ყოველ 5 წელში ავტომანქანებს სჭირდებათ გამოცვლა და განახლება. ჩვენს ქვეყანაში არ არის საწვავის ხარისხი იმ დონის რაც უნდა იყოს, არ ხდება საწვავის წვა სათანადოდ, რის გამოც, გამოიყოფა მავნე გამონაბოლქვი. საჭიროა, აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით, ხელისუფლება შეხვდეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.
მონიკა დავლიანიძე