მოზაიკა
ჰაერის ტემპერატურა ხვალ მცირედით დაიკლებს
სინოპტიკოსები საქართველოში ხვალ ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმას ელიან, ჩრდილო მაღალმთიან რაიონებში კი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +23, +18 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც, ჩრდილო მთიან რაიონებში კი ზოგან ძლიერი წვიმა. ნავარაუდევია სეტყვაც. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +31, +36; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +22, +27 გრადუსი.
თბილისში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +35 გრადუსი იქნება.