უკან

კონფლიქტის ზონა

18 მაისი, 2017 14:00
font-size

ჰელბერტ ზალბერი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში და ჟენევის დისკუსისს თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი თავის კოლეგებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც დე-ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი აფხაზეთი“ ავრცელებს.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა 17 მაისს გალის რაიონში ჩავიდნენ. ზალბერის თქმით, ისინი სოხუმელმა კოლეგებმა დაპატიჟეს.

ზალბერმა ყურადღება გაამახვილა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დახურვის საკითხს.

„საიდუმლო არაა, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, საკმარისია თუ არა მხოლოდ ერთი გადასასვლელი პუნქტი, თუ საჭიროა რამდენიმე გადასასვლელი. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ, აქ რა ხდება, რა თქმა უნდა, დისკუსიები გაგრძელდება“, - განაცხადა ზალბერმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის დამოკიდებულება დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებისადმი, რამდენიმე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ, „ძირეულად შეიცვალა“.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 მარტს აფხაზეთის თვითაღიარებულმა ხელისუფლებამ ნაბაკევსა და ოტობაიაში ორი გამშვები პუნქტი: ოტობაია-ორსანტია და ხურჩა-ნაბაკევი დახურა.

რაც შეეხება ზალბერს, ის დიპლომატიურ სკანდალში გაეხვია, როცა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და მას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ანა მებურიშვილი

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 - მდე გაიზარდა

14 მაისი, 2020 , 10:50

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა. ვირუსს გაგრა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

13 მაისი, 2020 , 16:50

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, ოკუპირებულ რეგიონში დაავადებული ათი პირია. რა